გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან
ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო
მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარისგან
დამზადებული დაახლოებით 40 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების
თანამშრომლებმა თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი დოკუმენტაცია
შეადგინეს და სათანადო რეაგირება მოახდინეს.
უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-
საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. – ნათქვამია განცხადებაში.