ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი დარეგისტრირდა.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ესენი არიან: “ქართული ოცნებიდან” დავით ერემეიშვილი, რომელი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგია, და გიორგი ამაღლობელი, რომელიც პარტია „საქართველოს“ წარმომადგენელია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადა დასრულდა.
არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.