გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისს, და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის – „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ შემაჯამებელი ანგარიში განიხილეს.
„პლასტიკით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული მდგომარეობა და სურათი საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება. უახლოეს მომავალში დავიწყებთ კონსულტაციებს კერძო სექტორთან, რომ ერთიანი ძალისხმევით მოვიფიქროთ, როგორ შეიზღუდოს და მინიმუმადე დავიდეს პლასტიკის მოხმარება.
როლანდ პრაისმა მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი შავი ზღვის დაბინძურების მართვა, რაც მისასალმებელი ფაქტია.










