ორი შვილის დედა სელფის გადაღებისას 91-მეტრიანი კოშკიდან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მოხდა.
45 წლის ელიზავეტა, რომელიც ბანჯი ჯამპინგში მონაწილეობდა დაბადების დღის აღსანიშნავად, 91-მეტრიან კოშკზე სელფის გადაღებისას ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ტრაგედია მისმა 22 წლის შვილმა, ნიკიტამ, თვალწინ იხილა. შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება, უსაფრთხოების წესების სავარაუდო დარღვევის გამო.










