LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩემი ფიზიკური მონაცემების ადამიანს, რომ ეკიპირებული სპეცრაზმელის დაზიანებას ედავებიან, კომიკურია – იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით – ვალერი თეთრაშვილი

ჩემი ფიზიკური მონაცემების ადამიანს, რომ ეკიპირებული სპეცრაზმელის დაზიანებას ედავებიან, კომიკურია – იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით – ვალერი თეთრაშვილი

დაპოსტა 2025/09/03-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

ბრალი არის სიცრუე და ტყუილი, არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ. არანაირი ჯგუფი არ არის, არ შემისრულებია არავის მითითება, მით უმეტეს ჩემთვის უცნობი ხალხის – ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა იყოს ევროპაში და არა სხვაგან – „რუსეთებში“ და სიბნელეში, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ვალერი თეთრაშვილმა დასკვნითი სიტყვისას სასამართლოში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კაცობრიობის ისტორიაში სასჯელი უფრო მეტი იყო, ვიდრე დანაშაული.

„ბოდიში მინდა მოვუხადო ოჯახის წევრებს, რომ ვანერვიულე. მადლობა და პატივისცემა ადვოკატებს, უანგარობისთვის და კბილებით რომ გვიცავდით… ალბათ, ადვოკატი რომ ვყოფილიყავი, თქვენნაირი ვიქნებოდი. ხალხს მინდა მადლობა მოვუხადო მორალური მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ პირველი სხდომიდან დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი. გისურვებთ, მალე დაგებრუნებინოთ თქვენთვის სასურველი ცხოვრების კალაპოტები.

რაც შეეხება ბრალს, არის სიცრუე და ტყუილი, არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ, არანაირი ჯგუფი არ არის, არ შემისრულებია არავის მითითება, მით უმეტეს ჩემთვის უცნობი ხალხის. ისევ გეტყვით, რომ ესენი, ყველანი აქ გავიცანი. არ მიმიყენებია არავის ჯანმრთელობისთვის ზიანი, არ შევხებივარ სახელმწიფო და კერძო პირის ქონებას, ეს ყველაფერი ამათ ვიდეოებშიც ჩანს…. მიმდინარე მოვლენებს ონლაინ ვადევნებდი თვალს, გვიან მივედი სახლში, უმძიმესი კადრები დამხვდა, როგორ ექცეოდნენ ხალხს, გოგოებს, ჟურნალისტებს, როგორ სცემდნენ ჯგუფურად, ჰოდა, ამ ყველაფრის შემხედვარეს გამიჩნდა უსამართლობის განცდა და გადავწყვიტე გავსულიყავი რუსთაველზე. კარგად მომისმინეთ [პროკურორებს], როგორი ხალხის აპოლოგეტები ხართ, ვნახე ვიდეო, ერთი ხუჭუჭა ბიჭის მომენტი, რომელიც გათიშული წევს ძირს, ამათი საამაყო წარმონაქმნი სამართალდამცავი წიხლს ურტყამს სახეში, მერე მიდის სპეცრაზმელი და კიდევ ურტყამს სახეში – ამას რომ ვუყურე, შემრცხვა ჩემი თავის, რომ ამას ვუყურებდი და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას, აღშფოთებით შემოვიფარგლებოდი ჩემდა სამარცხვინოდ… ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ბრწყინვალე პრემიერის გამო… მან თავზე გადაგვახია კონსტიტუცია, თქვენც ბატონო პროკურორო და მთელ ერს. ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა იყოს ევროპაში და არა სხვაგან რუსეთებში და სიბნელეში, სიკეთეების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ამან მაიძულა ჩამეცვა და წავსულიყავი რუსთაველზე. მეგონა ამის კონსტიტუციური უფლება მქონდა, დაჭერის წამიდან… რა ხილია არ ვიცი…

როცა რუსთაველზე მივედი, პოლიციელის ნასახი იქ არ იყო, მხოლოდ სპეცრაზმელები იყვნენ… ჩემი ფიზიკური მონაცემების ადამიანს, რომ ეკიპირებული სპეცრაზმელის დაზიანებას ედავებიან, კომიკურია. ვიდეოზე მე ვარ, მაგრამ იმას ვადასტურებ, რომ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია, არანაირი ძალადობრივი აქტის ინიციატორი არ ვარ… ღირსება შეურაცხყოფილი იყო ამ ფსევდო სამართალდამცველების მხრიდან, ამ ვიდეოებში [რაც საქმეშია] არ ისმის, რა პირით იგინებოდნენ, ალბათ, „იმედის“ გადაღებულია… 28 წლის ვარ, ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, ჩემთვის ვმუშაობდი, ვცხოვრობდი, ვბოდიალობდი აქეთ-იქით… ამ ვიდეოში ნიღაბი არ მიკეთია, რომ ვინმემ იფიქროს სახულიგნოდ მივდიოდი, უამრავი კამერაა და იქ დანაშაულისთვის არ მივიდოდი სახედაუფარავი… …არც ნივთების სროლას ერიდებოდნენ, იგინებოდნენ, იმუქრებოდნენ… ჩემი გამომძიებელი – „მაგარი კაცი“, ვწუხვარ, რომ მთვრალი მოვიდა, კითხვები მქონდა… [დაკავების ეპიზოდი] ჩამოვიდნენ ეგრევე წამიყვანეს თბილისში, არაფერი დამიშავებია – მეთქი… ჯარიმას დაგიწერენ და „ვსოო“. ლამის დავძმაკაცდით ბოლოს და აქ მოდის და ჯიუტად და შეურყეველი ოპტიმიზმით ამტკიცებს, რომ ქვებს ვისროდი… „მაგრად მაჭამეს“. სად ნახეთ ჩემს ხელში ქვა? ამ ყველაფრით თუ გინდათ მომისაჯოთ, წარმატებებს გისურვებთ… კაცობრიობის ისტორიაში სასჯელი უფრო მეტი იყო, ვიდრე დანაშაული და თქვენი ვერდიქტი არაფერს შეცვლის. [პროკურორებო] არ შემიძლია გიყუროთ და სიმშვიდე შევინარჩუნო. თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ ხართ უუნაროები, არ შეგიძლიათ ნამდვილი დანაშაულის გარჩევა, ჩვენ ვართ განტევების ვაცი… ალბათ, ფიქრობდით, რომ 6 წლით შეგვაშინებთ, საპროცესოზე წამოვლენ და ნაკლებ ვადაზეც თანახმა იქნებიანო… დიდი მადლობა ბიჭებს!.. მახსოვს ბიჭები, რომლებიც დააკავეთ, წამოიყვანეს საპროცესოზე და დააკავეთ… გულისამრევია თქვენი საქციელი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ისეთ სიტუაციაში გვაგდებს, რომ ჩვენი ქვეყნიდან უნდა გავიდეთ და იქ ვამტკიცოთ სიმართლე, უღირსი მთავრობა ხართ. იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით,“ – განაცხადა ვალერი თეთრაშვილმა, რომლის სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა...

დაწვრილებითDetails

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს. კურო კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 30 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6920, ევრო  – 3.1499, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6358 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მგზავრი ცოცხალია, მას მატარებელი არ შეხებია. მის ამოსაყვანად ძაბვა დროებით გამორთეს. მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"