LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია

” სახელმწიფომ სასწრაფო დახმარების 120 მანქანა 29 მილიონად შეიძინა, თუმცა, მათი უმეტესი ნაწილი უმოქმედოდ დგას” – გრიგოლ გეგელია

დაპოსტა 2025/08/30-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 2023 წელს სახელმწიფომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 120 მანქანა შეიძინა, თუმცა, მათი უმეტესი ნაწილი „უმოქმედოდ დგას და ჟანგდება“.

როგორც გეგელია აღნიშნავს, მანქანები სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც, მათი გამოყენება ვერ ხდება.

„ორი წელია, რაც სახელმწიფომ თქვენი ჯიბიდან 29 მილიონი გადაიხადა ამ მანქანების ყიდვაში, რომელიც აქ უქმად დგას და ჟანგდება. ის „ქოცურმა“ უნიჭობამ და არაკომპეტენტურობამ ვერ გადააკეთა ადეკვატურად და ვერ ჩააყენა თქვენი და თქვენი ოჯახების ჯანდაცვის სამსახურში. 120-ზე მეტი მანქანა იყიდეს, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი დგას აქ და ჟანგდება, ეს არის „ქოცური“ არაკომპეტენტურობის, უნიჭობის, ტოტალური კორუფციული ჭაობის გამოხატულება, რაშიც წლების განმავლობაში ჩაგვძირეს და რომლის შედეგადაც თქვენი ჯიბიდან, თქვენი შვილების ჯიბიდან, ჩვენი ხანდაზმული საზოგადოების ჯიბიდან მილიონები არამიზნობრივად იფლანგება და მილიონები ხმარდება „ქოცური“ იდიოტიზმის დაფინანსებას. ბატონი კუტიბაშვილი, რომელიც ამ შესყიდვის უფლებამოსილი პირი იყო, ძალიან მალევე გადაიყვანეს ქალაქის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელად, კიდევ ერთ მორიგ, თბილ პოზიციაზე, მისთვის არავის მოუთხოვია პასუხი ამ არამიზნობრივ ხარჯთან დაკავშირებით. არანაირი გამოძიება, არანაირი საქმე არ არის, თუ სად წავიდა 29 მილიონი თქვენი ჯიბიდან, რატომ არ ემსახურება ათობით მანქანა თქვენი ჯანმრთელობის გადარჩენას, თქვენს უკეთ ყოფნას.

„ქოცური“ კორუფცია უნდა დასრულდეს, რადგან ეს ანტიქართული, ანტიადამიანური, ანტისოციალური ფენომენია, რომელიც თქვენი, თქვენი ოჯახების, ჩვენი ჯანდაცვის ხარჯზე ხდება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ დაუყოვნებლივ, აქ და ახლა ჩვენი ქართული სახელმწიფო, ეს ქალაქი, ყველა დიდი ქალაქი და დავუბრუნოთ საღი აზრი, გამჭვირვალობა, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა გეგელიამ.

„ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განცხადებით, „უკვე ორი წელიწადია, რაც ეს მანქანები აქ დგას და ეს იმ დროს, როდესაც საქართველოში მანქანებით უზრუნველყოფა რეალური პრობლემაა“.

„რატომ დგას ეს მანქანები აქ? იმიტომ რომ მოხდა ისეთი შესყიდვა, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა, როგორც აღმოჩნდა, ეს მანქანები კონდიციური არ არის და გადაკეთება სჭირდება. დაიწყეს გადაკეთება და შემდეგ მიხვდნენ, რომ საკმაოდ ხარჯიანი მანქანებია და საკმაოდ დიდი რაოდენობის საწვავსაც მოიხმარს. ასევე შესაბამისობაში არ მოდის თბილისთან და საერთოდ, საქართველოს სიტუაციისთვის. ხდება ის, რომ სისტემას მართავენ არაპროფესიონალები. სასწრაფო არ არის მხოლოდ მანქანა, ტელეფონი და ექიმი, ეს საკმაოდ რთული სისტემაა და ამას ცოდნა სჭირდება. როდესაც სასწრაფოს მართავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან საკითხში, როდესაც ნარკოლოგიას მართავს გინეკოლოგი და არა ფსიქიატრი-ნარკოლოგი, ეს არის საქართველოს პრობლემა. შეხედეთ, გვჭირდება სასწრაფოები, მანქანები ნაყიდია, მაგრამ მათი გამოყენება უკვე ორი წელია არ ხდება“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ქუთაისში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ავტომობილი და ტაქსი შეეჯახა. - iინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. შემთხვევა ე.წ. სამტრედიის ხიდთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით  მსუბუქად დაშავებულია რამდენიმე პირი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო....

დაწვრილებითDetails

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
მთავარი

ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) "მოვიდა დრო", 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ...

დაწვრილებითDetails

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 13:50-ზე აფხაზეთში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა",- ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ცნობილია გომის მთაზე დაღუპული ახალგაზრდების ვინაობა
მთავარი

გომის მთაზე მომხდარ მძიმე ავარიას, 21 წლის გლებ მელნიკისა და მისი 20 წლის საცოლის, ანასტასია ფილიუკის სიცოცხლე ემსხვერპლა.ახალგაზრდა წყვილი ბელარუსის ქალაქ ბრესტიდან იყო. ისინი ახლახან დაინიშნენ და ქორწილს გეგმავდნენ.ბელორუსული მედიის...

დაწვრილებითDetails

თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს - ოჯახმა განცხადებით პროკურატურას რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დარწმუნებულია, რომ მისი შვილის სიკვდილი „კომპრომატებს უკავშირდება“....

დაწვრილებითDetails

შიო III – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს....

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს კომპრომატები აქვს, რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

ერთ საათში პროკურატურასთან კიდევ ერთი შვილმკვდარი დედის პროტესტი იწყება - თამარ ბაჩალიაშვილის დედა 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს. ოფიციალურად  თეონა თამაზაშვილი პროკურატურას დღეს მიმართავს. გარდაცვლილი ქალის...

დაწვრილებითDetails

Meta სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ბრალდებით სასამართლოზე წარდგება

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ევროკავშირმა META, არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა
მთავარი

Meta-ს წინააღმდეგ ფედერალური სასამართლო პროცესი, რომელშიც ტექნოლოგიური გიგანტი ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისში წვლილს ადანაშაულებს, გუშინ დაიწყო. Sky News-ის ცნობით, ეს ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესია, რომლის დროსაც ათობით შტატი...

დაწვრილებითDetails

აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
აუცილებელია დროული რეაგირება სახელმწიფოს, შესაბამისი უწყებებისა და მშობლებისაგან! – რა კადრებს ავრცელებს საპატრიარქო
მთავარი

საქართველოს საპატრიარქო არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. საპატრიარქო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმით წახალისება აზარტული თამაშებისკენ თავისი...

დაწვრილებითDetails

IP უკვე გარკვეული მაქვს – რას ამბობს ტარიელ კაკაბაძე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის საქმეზე განცხადება ავრცელებს
მთავარი

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში" - უთხრა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ "TV პირველს". ცნობისთვის, "ფეისბუქზე" გურამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"