ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური საფრთხის გამო, ქვეყანაში ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის საპრევენციო ღონისძიებები. ქუთაისის მერიაში სარეკომენდაციო შეხვედრები ეწყობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. იმის გამო, რომ ქალაქში ჯერ არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კერძო სატრანსპორტო კომპანიებს შეხვდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. სატრანსპორტო კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების თაობაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოების წესების დაცვით ჩასატარებლად.
სანაპიროებზე უნდა ველოდოთ მღელვარებას და დიდ შტორმებს – ნინო ჩხობაძე
„თბილისში სითბური ტალღები შესაძლოა, გაძლიერებული იყოს, რადგან ისეთი განაშენიანება გვაქვს, რომ ქალაქში განიავება ნაკლებად ხდება - დედაქალაქისთვის არამარტო ეს, არამედ შემდეგ წლებშიც ზაფხული იქნება რთული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“...










