თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინციდენტი დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ფეხით მოსიარულე შუახნის მამაკაცს ავტომატით თავს დაესხნენ.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
პირი, რომელმაც ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე
„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...










