ოჯახი საბა ხარებავას ეძებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ მამაკაცი 13 აგვისტოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ გამოსულა კონტაქზე.
13 აგვისტოს, საღამოს 19:00 საათზე სახლიდან (ბარცხანის ტერიტორია) გავიდა საბა ხარებავა, რომელსაც ეცვა შავი პერანგი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი.
ე.წ. დივიზიონიდან ტაქსით გადაადგილდა ჩაქვის ტერიტორიამდე (ბოტანიკურთან მისვლამდე რომ წრიულია, დაახლოებით მანდ ჩამოვიდა ტაქსიდან).
სანამ მისი ტელეფონი გამოირთვებოდა, მის ადგილმდებაორებსაც სწორედ ამ წრიულის მიმდებარედ აჩვენებს (ეს ინფორმაცია გვაქვს გამომძიებლისგან).
აღნიშნული ტერიტორია არაერთხელ დათვალიერდა, როგორც პოლიციის, ისე საბას მეგობრების მხრიდან და იქ მისი არანაირი კვალი არ არის.

გთხოვთ, თუ სადმე დაგინახავთ 13 აგვისტოდან დღემდე, ან თუ სადმე შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ ან 112-ში ან ოჯახის წევრების ნომერზე: 555 455 670 ან 558 656 911
ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
