პიტერ, ომი არა უკრაინამ, არამედ რუსეთმა დაიწყო და მის დასრულებაზე უარს აცხადებს, ახლა შეგიძლიათ, თქვენი საჩივრები – და მუქარა – თქვენს მეგობრებს მოსკოვში გაუგზავნოთ, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს განცხადებას, რომელმაც უკრაინა ნავთობსადენზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
სიიარტოს თქმით, უნგრეთს წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ მოსკოვი არასანდო პარტნიორი იყო და ბუდაპეშტი, ამის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობს რუსეთზე დამოკიდებულების შესანარჩუნებლად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც კი.
ცნობისთვის, პიტერ სიიარტომ დღეს დილით განაცხადა, რომ უკრაინამ უნგრეთისკენ გამავალ ნავთობსადენს კვლავ დაარტყა, რამაც ქვეყანაში ნავთობის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.