LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რიტუალი ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად, რომელიც მთვარის დაბნელებაზე უნდა შესრულდეს

ვისგან არ უნდა ისესხოთ ფული და რა უნდა იცოდეთ, ბარაქა რომ არ გამოგელიოთ

დაპოსტა 2025/08/16-ში
A A
48
ნახვა
გაზიარება

ფულთან დაკავშირებით არსებობს წესები, რომლებიც ზუსტად ერგება ასტროლოგიურ პარამეტრებს, მათი დაცვა კი ერთგვარ პრიორიტეტს მოგანიჭებთ. ფულის სწორად შენახვა-გადანაწილება და საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის სწორად მოწყობა დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის დაგეგმვაში.

ფულს უყვარს, როცა ლამაზ საფულეში ინახავენ და უფრთხილდებიან. არ უყვარს, როცა უდიერად ექცევიან და ჯიბეში იკუჭავენ. ფული გრძნობს ადამიანის მისადმი დამოკიდებულებას. ამიტომ, როგორც ყველაფერი სამყაროში, ფულიც იმისკენ მიილტვის, ვისაც ის უყვარს, მისი ფასი იცის, სწორად და სუფთად ინახავს. ფულს აქვს მენტალური სხეული და სწორედ ამის მეშვეობით გრძნობს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ. თუ თქვენთვის ფული სიამოვნების, სიხარულის, თავისუფლების, ძალაუფლების, სიმშვიდისა და სტაბილურობის მომტანია და არა უბრალოდ ქაღალდი ან მეტალი, მაშინ ის თქვენდამი კეთილგანწყობილი იქნება.

თუ თქვენ ხშირად წუწუნებთ მის ნაკლებობაზე ან ტრაბახობთ, რომ საფულეში ფული სულ გაქვთ, ამით მის ენერგიას ასუსტებთ. ფულს უყვარს, როცა მას თავისი ადგილი აქვს, ამიტომ, შეარჩიეთ ლამაზი საფულე, ახალ მთვარეზე კი ამოიღეთ იქიდან ფული და დაანახვეთ მთვარეს, რადგან ამით მას უფრო მეტად მოიზიდავთ. არ გირჩევთ, მისი განკარგვა სხვას მიანდოთ, რადგან ფულმა გაბრაზებაც იცის. ნუ იტყვით კონკრეტულ თანხაზე, ეს შავი დღისთვის მაქვს გადანახულიო, არც სხვას დაათვლევინოთ ის. თუ თქვენს ფინანსებს სხვას დაათვლევინებთ, იცოდეთ, რომ ფულის ენერგიის ნაწილს ის ითვისებს.

ფული არ ისესხოთ ისეთი ადამიანისგან, ვისაც კარგად არ იცნობთ. ჯობია, ის ახლობელს გამოართვათ. ფულის სესხება კარგია ახალი მთვარის შემდეგ, პირველ კვირაში, მისი დაბრუნება კი სავსე მთვარის შემდეგ ჯობია. ფული ისესხეთ დღისით, მზის ჩასვლამდე, რომ მერე მისი დაბრუნება არ გაგიჭირდეთ.

თუ ფინანსებთან ერთად, პირად ცხოვრებაშიც წარუმატებელი ხართ, მაშინ თავად უნდა იზრუნოთ და ისე მოიქცეთ, რომ ამ ორი სფეროს – მატერიალურისა და სიყვარულის ენერგეტიკა გააძლიეროთ. ამ მხრივ, წარმატებული რომ იყოთ, სიყვარულშიც გაგიმართლოთ და თქვენი შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდოს, შემდეგი წესები უნდა გაითვალისწინოთ:

* საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ჩაყარეთ ხურდა ფული;

* იმ ადამიანებმა, ვისაც სიყვარულში პრობლემები აქვთ, აუცილებლად უნდა გაააქტიურონ და გააძლიერონ სახლში სიყვარულის ენერგიის შემოდინება: ოთახში დადგით ლამაზი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ წითელი ფერის ქვები, ჩაასხით წყალი და მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი ყვავილები. წყალი ხშირად ცვალეთ, რათა ყოველთვის სუფთა იყოს;

* ფული მსხვილი კუპიურებით შეინახეთ;

* ფულს უყვარს თავისი ადგილი. ეცადეთ, სულ ერთსა და იმავე ადგილას გედოთ;

* პატივისცემით მოექეცით ხურდა ფულს. ნუ ჩაიყრით მას ჯიბეში ან ჩანთაში, სჯობს, საფულეში, მისთვის განკუთვნილ ჯიბეში მოათავსოთ.

გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი მარტივი რჩევები და მატერიალური კეთილდღეობა არ დააყოვნებს და პირად ცხოვრებაშიც დადებითი ცვლილებები შემოვა.

წყარო: შენი ჰოროსკოპი 

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქო სამძიმრის წერილს ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

უწმინდესი რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მის ოჯახს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს უსამძიმრებს. ბატონ რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ მკვლევართა რიცხვს გამოაკლდა დიდი მეცნიერი,...

დაწვრილებითDetails

“პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის” – სალომე სამადაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
“ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა. ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან” – სალომე სამადაშვილი
მთავარი

ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყოო, საქართველოშიც და უკრაინაშიც, გვამცნობს ვინმე შალვა, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული­ - პუტინს რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა. მართალია, ქართველების დიდ ნაწილს 12 წელი დასჭირდა მისახვედრად, BACK...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
მთავარი

ესპანეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით გაითვალისწინონ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები. "ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გალისიაში, კასტილია და ლეონსა, ასევე ექსტრემადურაში ტყის...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
16 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა
მთავარი

1871 წლის  16 აგვისტოს ქუთაისში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი დაიბადა. ზაქარია ფალიაშვილს დიდი დამსახურება და ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ქუთაისში...

დაწვრილებითDetails

„რა უნდა გავაკეთოთ 16 აგვისტოს 20:01 საათამდე“ – რამაზ გიგაური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

ასტროლოგი რამაზ გიგაური მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: „მიუხედავად იმისა, რომ მთვარე აგრძელებს კუროს ნიშანში მოძრაობას, ის „კურსის გარეშეა“, რაც მის ასტროლოგიურ „ეფექტიანობას“ ბევრად ამცირებს. ამიტომ ეს დღე შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

“ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იქნას მიღწეული და არა კიდევ ერთი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის” – ზელენსკი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
უკრაინას 800 მილიონი ევროს ღირებულების ელექტროენერგია სჭირდება-ზელენსკი
მთავარი

ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იქნას მიღწეული და არა კიდევ ერთი პაუზა რუსეთის შემოჭრებს შორის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს. „პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის შემდეგ ევროპელ ლიდერებთან პოზიციები კიდევ...

დაწვრილებითDetails

“რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს” -კაია კალასი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – კაია კალასი
მთავარი

რუსეთს ამ ომის მალე დასრულება არ სურს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ალასკაზე შეხვედრის წინ ევროკავშირმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, დაკავებულმა მოქალაქეს წიაღისეულის მოპოვების სანაცვლოდ...

დაწვრილებითDetails

“წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი…” – გერემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და...

დაწვრილებითDetails

გაიზრდება თუ არა საპენსიო ასაკი საქართველოში?

by მეგა TV
აგვისტო 16, 2025
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ამჟამად საქართველოში საპენსიო ასაკი ქალისთვის 60 წლით, ხოლო მამაკაცისთვის 65 წლით განისაზღვრება. ქვეყანაში 800,000 პენსიონერია, რაც მოსახლეობის 22%-ია. ევროკავშირში აღნიშნული მაჩვენებელი 21%-ს შეადგენს. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"