LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი წესით ჩააბარებენ

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

დაპოსტა 2020/03/02-ში
A A
64
ნახვა
გაზიარება

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.

მონაწილეებს შეეძლებათ რეგისტრაცია ვებ გვერდზე online.naec.ge გაიარონ.

როგორც სოფიო გორგოძემ აღნიშნა, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება აბიტურიენტების ცნობარი, სადაც ყველა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ ინფორმაციაა მოცემული.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აბიტურიენტებს მოუწოდა რეგისტრაცია 29 მარტის ჩათვლით გაიარონ. მისივე განმარტებით, რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანი იქნება, თუმცა, როგორც გორგოძემ აღნიშნა თუ აბიტურიენტი პირველ ეტაპზე ვერ გაივლის რეგისტრაციას, ის გამოცდებს გამოეთიშება.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეებს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ ბმულზე

2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;

6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

რეგისტრირებულმა აპლიკანტმა, რომელსაც სურს რეგისტრაციის გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართოს.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 7 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;თუ სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

2020 წლის ყველა საგამოცდო სიახლე იხილეთ ბმულზე

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს კულტურის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია. საქართველოს კულტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს. „მწუხარებას გამოვთქვამთ ცნობილი არქიტექტორის, ხელოვანისა და მეცნიერის, ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო....

დაწვრილებითDetails

ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ზაფხული და აუზი – რას გვირჩევენ სპეციალისტები
მთავარი

ზაფხულის ცხელ დღეებში აუზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა აუცილებელია, რათა დასვენებამ ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოიწვიოს. რა უნდა გაითვალისწინოთ აუზზე სტუმრობისას? ✔️...

დაწვრილებითDetails

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა
მთავარი

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645 ადამიანამდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ეროვნული ინფორმაციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 12 ათასზე მეტი ადამიანია დაშავებული, ხოლო 15 ათასზე მეტი ადამიანი სახლ-კარის გარეშე დარჩა....

დაწვრილებითDetails

გოგონამ უმცროსი ბიძაშვილი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა – უცხოეთი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
მთავარი

აშშ-ის ქალაქ დეტროიტში, 14 წლის ამინა ბრედლი ბიძაშვილის გადარჩენას ემსხვერპლა. ამის შესახებ ტელეკომპანია WXYZ იტყობინება. გოგონას მამამ, გლენ ბრედლიმ, განაცხადა, რომ ისინი ოჯახთან ერთად პარკში, წყალთან ახლოს ისვენებდნენ. ამინა და მისი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ანსამბლი „ნაი-ნაი“ პოლონეთში, საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
ქუთაისის ანსამბლი „ნაი-ნაი“ პოლონეთში,  საერთაშორისო ფესტივალის  გამარჯვებული გახდა
მთავარი

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებლის ფოლკლორული ანსამბლი „ნაი-ნაი“ პოლონეთში, ჯოზეფ შვიდერის სახელობის მუსიკის მე-11 საერთაშორისო ფესტივალზე, პირველი ადგილისა და ოქროს მედალის მფლობელი გახდა, ასევე, დაიმსახურა კონკურსის ორგანიზატორის, პროფესორ...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა ივნისში

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რომელი პროდუქტები გაძვირდა ივლისში
ეკონომიკა

026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებშია აღნიშნული. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის საქმზე დაკავგებულ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი და მამა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე მერაბ მალანია შევიდნენ
მთავარი

გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად ახალგაზრდა მასწავლებლის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება ედება. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. უწყების განმარტებით, ბრალდებული ლანჩხუთში დააკავეს,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

არასრულწლოვნის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. უწყების განცხადებით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 50 უცხოელი არალეგალი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
საქართველოდან  უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლეებს. მათივე ცნობით, ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
690 000 ლარის უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.   სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"