საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ხუთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 18-260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილით, ასევე, 19-260-ე ტერცია მუხლის მე-5 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.