LIVE TV
კვირა, ნოემბერი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/08/11-ში
20
ნახვა
გაზიარება

როგორც იმის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს – ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინდისის გმირების მემორიალთან ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, „სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერავითარი ღალატი ვერ და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან“.

„2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, ცალსახად. სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე გაყალბებული გზით იყო დარჩენილი და ამ მოღალატემ, გაყალბებული გზით დარჩენილმა მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა 2008 წელს შეასრულა დავალება და ომი დაიწყო. როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი ან საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. რეალურად, 2003 წელს ისინი გარედან დაგვისვეს ხელისუფლებაში. მოატყუეს ხალხი, გარედან მოიყვანეს ხელისუფლება. თავიდანვე უცხოელი აგენტები იყვნენ და მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს. შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც თავის დროზე ომი დაიწყეს“,- განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2018 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვერ ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ.

„უპირველესად, თქვენ სხვის მაგივრად ნუ საუბრობთ. რაც შეეხება ომის დაწყებას. ომი ვინ დაიწყო, ეს შესაბამის დოკუმენტებშია დაფიქსირებული, რაც თქვენს პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ეს არის ტალიავინის დასკვნა და ეს არის თავად თქვენი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება. სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ რეალურად, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. 2018 წლამდე, ამ რეჟიმისა და ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რაღაც – სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ. ამან მისცა ერთგვარი საბაბი ამ პარტიას, „ნაცმოძრაობას“, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ. მაშინ რთული პერიოდი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც, „ქართულ ოცნებაში“ არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა მაშინ სალომე ზურაბიშვილის დაცვა, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა.

მაშინ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ სიმართლის თქმა იმ მომენტში არ იყო მიზანშეწონილი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები და ასეთ პირობებში სწორი არ იქნებოდა სიმართლის თქმა. ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით“,- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. მეგა tv-ს ინფორმაციით დაღუპული ახალგაზრდა გიგა მესხიძეა. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს ავრცელებენ : გიგა...

დაწვრილებითDetails

” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „თავიდანვე, მისი მიზანი ჩვენი ოკუპაცია იყო. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შევაჩეროთ პუტინი. ცოტათი მაინც...

დაწვრილებითDetails

“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპისთვის ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების გვერდით ვდგავარ, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს. კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით, დღეს „სიმამაცის, სიმტკიცისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ურყევი...

დაწვრილებითDetails

“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ჩვენს სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რადგან ეს ქვეყანა უნდა, რომ კაზინოდ და ტოტალიზატორად აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ,...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მიტროპოლიტ აბრაამს 15:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფომარაციას ავრცელებს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ....

დაწვრილებითDetails

დღეს შობის მარხვა დაიწყო

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

2026–2027 წლების შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყება და 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 40-დღიანი მარხვის პერიოდში მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტესშობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ეს დრო მხოლოდ საკვებზე შეზღუდვებს არ გულისხმობს - მარხვა ასევე...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. შსს-ს ცნობით,აღნიშნული პირი რამდენიმე დღის წინ არის დაკავებული სამართალდამცველების მიერ...

დაწვრილებითDetails

” USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».