ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულ ჟურნალისტებს შორისაა 28 წლის ანას ალ შარიფი, რომელსაც ადრე ისრაელი ემუქრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო დარტყმის დროს ალ-შარიფი და კიდევ ერთი კორესპონდენტი, მოჰამედ კრიკეჰი, ოპერატორებთან, იბრაჰიმ ზაჰერთან, მოჰამედ ნუფალთან და მოამენ ალივასთან ერთად ღაზას ალ-შიფას საავადმყოფოსთან, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავში იმყოფებოდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ ანას ალ შარიფის ლიკვიდაცია განახორციელეს და რომ ის „ჰამასის ტერორისტულ უჯრედს“ ხელმძღვანელობდა და ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა.
„ალ ჯაზირამ“ ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ანას ალ შარიფი ღაზას ერთ-ერთი უმამაცესი ჟურნალისტი იყო და რომ მასზე თავდასხმა „ღაზას ოკუპაციის მოლოდინში ხმების ჩახშობის სასოწარკვეთილი მცდელობა იყო“.