გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 წელი გავიდა.
გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია.
ვერტმფრენის ბორტზე
იმყოფებოდნენ: მაშველები – მფრინა- ვები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩო- ხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; სასწრაფოს დახმარების ექიმები – ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.










