LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს,მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც კი დაპირისპირებისთვის იყენებ, ნათლად აჩვენებს, რომ შენ ღირსი არ ხარ, მართავდე ქვეყანას!

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად” – გიორგი ვაშაძე

დაპოსტა 2025/07/28-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

ვთავაზობ ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს, დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ – დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილშია ნათქვამი, რითაც ის პოლიტიკური ერთობის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ, ასევე, საპატიმროდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.

„მისასალმებელია ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივა, სრულად ვიზიარებ მის მოსაზრებებს ერთიანობისა და საერთო ბრძოლის გაგრძელების შესახებ.

საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.

დღეს ქვეყანაში ივანიშვილის რუსული ავტოკრატია ყველა საშუალებით იბრძვის გადარჩენისთვის და თუ რეალური ალტერნატივა არ შევთავაზეთ საზოგადოებას, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმის ატანა.

საზოგადოება ელოდება ქმედით ნაბიჯებს.

უნდა დავიწყოთ არა მორიგი საუბარი, არამედ რეალური გაერთიანებისთვის გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ამის 8-პუნქტიანი გეგმა არსებობს და საჭიროა მივყვეთ მას.

ვთავაზობ ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ. ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს, არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა.

დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს!

გაერთიანება საქმით და არა სიტყვებით!

თუ ახლა არა – მაშინ როდის?!”- წერს გიორგი ვაშაძე წერილში.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

(ოკუპირებულ აფხაზეთში) გუშინდელი მდგომარეობით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიზნესის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას ნებართვის გაცემისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენის მოტივი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში აშშ-ის მიერ საერთაშორისოდ ძებნილი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს. სოფლებში, შუბანსა და ტომაშეთში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის...

დაწვრილებითDetails

ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დაპატიმრებული ექს-პრემიერის განცხადება "მისთვისვეა პრობლემური". მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ...

დაწვრილებითDetails

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. როგორც ემიგრანტები წერენ, ქალი მძიმე სენს ებრძოდა. ,,ნაპოლის ემიგრატი რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა !ქალ.ნონა მიროტაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს ემიგრატებს ამ...

დაწვრილებითDetails

ხალხს მოჩვენებითი გარიგებები გაუფორმეს და 355 000 ლარი მიისაკუთრეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი...

დაწვრილებითDetails

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – ის 42 წლის გახდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
“ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.”გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე
მთავარი

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს 42 წლის გახდებოდა.   უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად...

დაწვრილებითDetails

გამოჩნდა ახალი საშიში ნარკოტიკი – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112 – ნარკოლოგი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას კიდევ ერთი საშიში ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი - აქტიური და ენერგიული დღე გელოდება. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო - ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებს. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"