გუშინ, 26 ივლისს, თერჯოლის მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე რუსულმა ბენდმა Slang-მა იმღერა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანა რობაქიძე ავრცელებს.
მისი თქმით, მერიამ აღნიშნული ღონისძიება დააანონსა, როგორც Boney M-ის კონცერტი და არსად არ უხსენებია, რომ მას რუსული ბენდი გახსნიდა.
თერჯოლის მერიის ცნობით, კონცერტი მათი ორგანიზებითა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.










