28 თებერვლიდან საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტება გზის მონაკვეთი გრიშაშვილის, დუმბაძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე. მითითებულ ტერიტორიაზე დროებით აიკრძალება ტრანსპორტის მოძრაობა.
გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება გზის საფარი, ფეხით სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ნიუ პოვერი“ ასრულებს . გრიშაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 925 ათასი ლარია გამოყოფილი.
ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას
5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ ადგილას ნალექი ძლიერი იქნება, მოსალოდნელია...










