LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა-ნინო წილოსანი

” უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს” – ნინო წილოსანი

დაპოსტა 2025/07/22-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება

იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც „ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს”.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მაგრამ არა მხოლოდ. ეს სახელმწიფოები – იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს. საქართველოსთან დაკავშირებით წარმოებს უსამართლო მიდგომა. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე, იმ ბრალდებების ფონზე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და იმ კანონების გაუქმების მოთხოვნით, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის აქვს მნიშვნელობა და არაფერს აზიანებს, მათ შორის, არც ადამიანის უფლებებს, ვიზალიბერალიზაციის შეფერება და რაღაცა კავშირის დანახვა ამ ორ პროცეს შორის არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ. რას ემსახურება წინასაარჩევნოდ ვიზალიბერალიზაციის თემის წამოწევა?! ალბათ, გაიხსენებთ, რომ წინა არჩევნების დროს, თითქმის ყველა იარაღი და ყველა საშუალება იყო გამოყენებული, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეყვანათ. ახლა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაც მათ ხელთაა, რამაც შეიძლება მართლაც დაწყვიტოს გული და აღაშფოთოს ქართველი ხალხი, არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მაგრამ ვარწმუნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს,” – განაცხადა წილოსანმა.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის, ასევე დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები შუახევისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს. სოფლებში, შუბანსა და ტომაშეთში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის...

დაწვრილებითDetails

ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ძალიან პრობლემური განცხადებაა… თავისთვის…. – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ დაპატიმრებული ექს-პრემიერის განცხადება "მისთვისვეა პრობლემური". მე ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ...

დაწვრილებითDetails

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრანტი ქალი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. როგორც ემიგრანტები წერენ, ქალი მძიმე სენს ებრძოდა. ,,ნაპოლის ემიგრატი რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა !ქალ.ნონა მიროტაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს ემიგრატებს ამ...

დაწვრილებითDetails

ხალხს მოჩვენებითი გარიგებები გაუფორმეს და 355 000 ლარი მიისაკუთრეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი...

დაწვრილებითDetails

დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – ის 42 წლის გახდებოდა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
“ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.”გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე
მთავარი

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს, 18 აგვისტოს 42 წლის გახდებოდა.   უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად...

დაწვრილებითDetails

გამოჩნდა ახალი საშიში ნარკოტიკი – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112 – ნარკოლოგი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ბათუმში ვარ, სიფხიზლის აშკარა დეფიციტია – რას წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
მთავარი

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას კიდევ ერთი საშიში ნარკოტიკის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი - აქტიური და ენერგიული დღე გელოდება. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო - ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებს. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

18 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია- ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი...

დაწვრილებითDetails

სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"