ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური – ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა – ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ მოსახლეობის საჭიროებებზე.
საავტომობილო გზის გაწმენდა უახლოეს საათებში დასრულდება.