წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის მომსახურების შესყიდვა იგეგმება.
ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. მოთხოვნა ამჟამად განხილვის ეტაპზეა.
„ღონისძიებას დაესწრებიან წყალტუბოში და სხვა მუნიციპალიტეტებში (ქუთაისი, ხონი, სამტრედია და სხვა) მცხოვრები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდები.
ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა მიმწოდებელი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს/მოგვაწოდოს იგივე მომსახურება“, – ხსნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გამარტივებული შესყიდვის საჭიროებას.
დოკუმენტების მიხედვით, Goofy Land-ის მომსახურების შესასყიდად 27 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.
წყარო: bpn.ge