LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, ეს ძალადობა სამართლიანია, ხოლო დასჯა, უსამართლო”- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/07/19-ში
A A
22
ნახვა
გაზიარება

გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება” მოითხოვა – თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა – უსამართლო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ჰერჩინსკი ძალადობას ამართლებს.

„გუშინ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება” მოითხოვა.

ერთი რამე უნდა გვესმოდეს. როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – კი, მოლოტოვის კოქტეილი სასროლი იყო და იმიტომ ესროლა; კი, წიხლებით შესადგომი იყო და შედგა კიდეც; კი, პიროტექნიკაც უნდა ესროლა და ჯობდა უკეთ დაემიზნებინა – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი.

ამიტომაც არის, რომ ვერ ნახავთ მის ვერც ერთ, ხაზს ვუსვამ, ვერც ერთ განცხადებას, სადაც მან ეს ქუჩის ძალადობა დაგმო. არადა, თითქოს, რა უდგას წინ იმის თქმას, რომ ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ელჩის ლექსიკითვე რომ ვთქვათ, ამაზრზენია. მაგრამ არა, არც ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი. ამ პოსტის შემდეგაც, არა.

ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება, უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატთა რიტორიკაში, სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა. ადამიანის უფლებების უპატივცემულობითაა გამოწვეული, რომ დარღვევის საზომად იქცა თავდამსხმელი და არა მსხვერპლი. თქვი, რომ ხარ “პროევროპელი” და მაშინ მოლოტოვის კოქტეილიც და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღია. თქვი, რომ შენი მიზანი “დიადია” და მაშინ შენი ყველა საშუალება გამართლებულია (როგორ გინდა, აქაც, საბჭოთა კავშირი არ გაიხსენო).

ეს არის, სინამდვილეში, რასთანაც გვაქვს საქმე. თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა – უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა “მე ვისროლე” კამპანია დააფინანსა და დღისით, მზისით, ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით, ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა. გინახავთ სადმე ევროკავშირის ელჩის სინანული ამაზე? არა. ამასობაში კი, ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი – “პროევროპული ძალადობა” და ამ ვითარების ყურება, მართლაც გულსატკენია.

P.S. და აქვე სტანდარტული წინადადება მოსალოდნელი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად. არა, ეს არ არის ელჩზე თავდასხმა, ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც თვითრეფლექსია და პასუხი სჭირდება“,- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის“ ერთადერთ გზად „რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი“ დაასახელა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას „რეაგირებისა და ზომების მისაღებად დრო აგვისტოს ბოლომდე აქვს“. ამასთან, დიპლომატის თქმით, არსებობს რისკი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ყველაზე ხელშესახები სარგებელი – უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მალე დაიკარგოს.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დმანისიდან დასავლეთით 15კმ-ში, სოფელი მამიშლარიდან 2კმ-ში იყო. 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:24 საათზე დაფიქსირდა.

დაწვრილებითDetails

სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ. "სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა", - ციტირებს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უმუშევრობის დონე 13.8%-მდე შემცირდა – საქსტატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შრომით ურთიერთობებში ხშირია სამუშაო ადგილებზე შევიწროება, ძალადობა, არასასურველი სექსუალური ქმედება – კვლევა
ეკონომიკა

2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში. (გასული წლის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი კორპუსიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, დაღუპული, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა.   შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, ახლად აშენებული ბაზის...

დაწვრილებითDetails

გურამ დადინიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გური, მოვიდა დრო, ეს რას ნიშნავს, შვილო? 😭😭😭“ — წერს სოფო ბიბილაშვილი Facebook-ზე. აღნიშნულ ჩანაწერს წინ უძღოდა...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში შუახნის მამაკაცი მზის სისტემის პანელების დამონტაჟებისას გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სახურავიდან ჩამოვარდა და მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ....

დაწვრილებითDetails

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   დღეს შესაძლოა მოვლენები თქვენს გეგმებზე სწრაფად განვითარდეს. სამსახურში ახალი დავალება ან მოულოდნელი ცვლილება გელოდებათ. ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინეთ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.   კურო   დღე მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

დღეს ფერისცვალებაა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
დღეს ფერისცვალებაა
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ...

დაწვრილებითDetails

19 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 19 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"