[ევროკავშირის ქვეყნების გარდა] უამრავი ქვეყანაა თუ გინდა, კონკრეტული მიმართულებით სამედიცინო დახმარება მიიღო – ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ვიზალიბერალიზაციის რისკების შესახებ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა არის ტექნიკური საკითხი, – „შენ ან გიწევს რიგში დგომა, ან არა“.
„ეს არის სპეკულაცია. თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის, უამრავი ქვეყანაა. ეს თითიდან გამოწოვილი ამბავია, სპეკულაციაა.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას – ეს არის ტექნიკური საკითხი, შენ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით, ან არა. ეს სამივე კანონი: გამჭვირვალობის, გრანტების, „ფარას“ არის მიმართული სტაბილურობის დაცვისთვის. სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში გინდა უვიზოდ წადი მერე სხვა ქვენაში და გინდა ვიზით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,“ – განაცხადა კობახიძემ.