ქუთაისში “იმერეთის” ბაზრობაზე მოქალაქემ აღმოაჩინა კვერცხი”დილას”-ს საწყობი . მისი თქმით დარღვეული არის შენახვის პირობები და ვადაგასულ კვერცხებს სარეალიზაციოდ ამზადებებენ. ამის შესახებ მოქალაქე ფეისბუქ ჯგუფში წყალტუბო
Tskaltubo (new group) წერს.
დღეს ქუთაისში პარლამენტის წინ ,,იმერეთის” ეზოში, სადაც მოგეხსენებათ სამშენებლო მასალების საწყობებია, წავაწყდი კვერცხი ,,დილა”-ს საწყობს, სადაც მაღალ გრადუს ტემპერატურაზე ალაგია ყუთებით კვერცხი.მიმდინარეობს თარიღების შესწორება და მზადდება დისტრიბუციისთვის.
ყარს იქაურობა.
არავინ ამაზე არ რეაგირებს.
გადის სარეალიზაციოდ ვადაგასული, მაღალ ტემპერატურაძე დაყრილი კვერცხი და არავინ ამაზე ხმას არ იღებს.
მივწერე სახალხო კონტროლს, მაგრამ რეაგირება ჯერ არ მომხდარა.
ყველას გაფრთხილებთ კვერცხის შეძენისას მასზე დატანილი თარიღები არაა დასტური მისი ვარგისიანობის. – ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
