LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
Puff Diddy-ის საქმეს 25 არასრულწლოვანის სარჩელი შეემატა

რა მოიმოქმედა Puff Daddy-მ განაჩენის გამოცხადების შემდეგ

დაპოსტა 2025/07/03-ში
A A
845
ნახვა
გაზიარება

შონ “დიდი” ქომბსი დამნაშავედ ცნეს ქალების პროსტიტუციისათვის ტრანსპორტირების ორგანიზებაში, თუმცა ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ საქმეში რეპერმა სამი ყველაზე მძიმე ბრალდების – სექს-ტრეფიკინგის ორი შემთხვევისა და რეკეტის – თავიდან აცილება მოახერხა.

გამოცემა People-ის ინფორმაციით, განაჩენის მოსმენის შემდეგ – რეპერმა სასამართლო დარბაზში მყოფ ოჯახის წევრებს ამ სიტყვებით მიმართა:

„მადლობა. დედა, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ”.

ასევე, როგორც უცხოური მედია წერს, ქომბსმა დაიჩოქა და თავი დახარა – ისე თითქოს ლოცულობდა.

…

ვერდიქტი 8-კვირიანი, მძიმე სასამართლო პროცესის შემდეგ გამოცხადდა, რომლის დროსაც 34 მოწმე გამოვიდა ჰიპ-ჰოპ მენეჯერისა და ხმის ჩამწერი სტუდიის, Bad Boy Records-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ. ქომბსს წარდგენილი ჰქონდა ორი სექს-ტრეფიკინგის, ორი პროსტიტუციის ტრანსპორტირების და ერთი რეკეტის ბრალდება.

ქომბსი, რომელიც წარსულში მუსიკისა და მოდის ინდუსტრიის გიგანტად ითვლებოდა, ბრალდებული იყო იმაში, რომ არაერთ აიძულებდა ე.წ. “freak-off”-ებში (“გიჟურ” ღამეებში) მონაწილეობას – მრავალდღიან, ნარკოტიკებით გაჯერებული სექსუალური აქტების მარათონში, რომელშიც კაცი ესკორტებიც მონაწილეობდნენ.

მისმა ყოფილი შეყვარებულმა, კასანდრა “ქესი” ვენტურა, რომელსაც 11-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა ქომბსთან, სასამართლოს ოთხი დღის განმავლობაში აძლევდა ემოციურ ჩვენებას, სადაც განაცხადა, რომ ქომბსი მასზე რეგულარულად ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. სასამართლო სხდომებზე ნაჩვენები იყო ფოტოები, რომლებიც მის ფიზიკურ დაზიანებებს ასახავდა და ვიდეოკადრები “freak-off”-ებიდან, რომლებიც წლების განმავლობაში იყო გადაღებული.

სხვა ანონიმურმა მოწმემ, რომელსაც საქმის მასალებში “ჯეინი” ეწოდება და რომელიც 2021–2024 წლებში ხვდებოდა ქომბსს, განაცხადა, რომ რეპერი მას აიძულებდა ნარკოტიკების მიღებას და სექს-მარათონებში მონაწილეობას. პროკურორებმა აღნიშნეს, რომ სწორედ ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი სექს-ტრეფიკინგისა. მოწმის ჩვენებაში ნათქვამი იყო, რომ ერთ-ერთი შემთხვევის დროს ქომბსმა ჯეინს სცემა, სახლში შეიყვანა, ნარკოტიკები მიაღებინა და მასთან სექსუალური აქტის დასამყარებლად კაცი ესკორტი მიიწვია, შემდეგ კი ირონიულად ჰკითხა: “ეს იძულებაა?”

მოწმე “მია”, რომელიც ადრე ქომბსის ასისტენტი იყო, შემდგომში კი მის კომპანიაში აღმასრულებელ პოზიციას იკავებდა, იყო, ჰყვებოდა, რომ ქომბსმა მასზე ფიზიკურად იძალადა და გააუპატიურა. კიდევ სხვა მოწმეებმა აღნიშნეს, რომ ქომბსის დანაშაულებრივი ქმედებები 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ერთმა სტილისტმა თქვა, რომ ქომბსის მხრიდან ვენტურაზე ძალადობა საკუთარი თვალით ნახა. დიზაინერმა მოყვა, რომ ქომბსმა 17-სართულიანი შენობის აივნის პირას ჰყავდა გადაკიდებული და მას მოკვლით ემუქრებოდა. სასტუმროს დაცვის წევრმა განაცხადა, რომ ქომბსის $100,000-ის რაოდენობის ქეში მისცა, რათა 2016 წელს ვენტურაზე ძალადობის ამსახველი სათვალთვალო კამერის ვიდეო წაეშალა.

რეპერმა Kid Cudi-მ, რომელიც ვენტურას 2011 წელს ხვდებოდა, ქომბსს ბრალი დასდო მის სახლში შეჭრასა და მანქანის დაწვაში.

პროკურატურამ ქომბსი დაახასიათა, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის ლიდერი, რომლის გარშემოც მყოფი პირები – დაცვა და პერსონალი – ხელს უწყობდნენ რეპერს სექს-ტრეფიკინგში, ნარკოტიკების გადაცემაში, ქრთამის მიცემასა და დანაშაულის დაფარვაში.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ქომბსი უბრალოდ “სვინგერების ცხოვრების სტილის” მიმდევარი იყო და რომ “freak-off”-ის ყველა მონაწილე ამაზე თანახმა იყო. რაც შეეხება რეკეტირების ბრალდებას, დაცვის მხარემ უარყო, რომ ქომბსს თანამზრახველი ჰყავდა — მაგალითად, მისი ასისტენტები ვერ ხვდებოდნენ, რომ დანაშაულს სჩადიოდნენ, როცა მისი დავალებით ხალხს ნარკოტიკებს აწვდიდნენ.

მთავარი მტკიცებულება იყო 2016 წლის სათვალთვალო ვიდეო, რომელშიც ქომბსი სასტიკად ურტყამს ვენტურას ლოს-ანჯელესის სასტუმროში – იმ დროს ისინი “freak-off”-ს აწყობდნენ. ვიდეო რამდენჯერმე აჩვენეს ნაფიც მსაჯულებს. დაცვის ადვოკატმა, მარკ აგნიფილომ, განაცხადა, რომ ქომბსის ქცევა ვიდეოში “მიუღებელი” იყო. საბოლოო განცხადებაში მან თქვა, “ოჯახური ძალადობის შემთხვევას ვაღიარებთ, ეს მართლა მოხდა — ამას არ უარვყოფთ.”

დაცვის მხარე აღიარებდა, რომ ქომბსი ზოგიერთ ურთიერთობაში ძალადობრივი იყო, თუმცა ამ ძალადობას “freak-off”-ებთან კავშირი არ ჰქონდა.

აგნიფილომ ნაფიც მსაჯულებს სთხოვა, ყველა ბრალდებაზე გაემართლებინათ ქომბსი:

“ის უდანაშაულოა. დააბრუნეთ ოჯახში, რომელიც უკვე კვირებია, მას სასამართლო დარბაზში ელის,” – განაცხადა მან.

გაზიარება338

დაკავშირებული -პოსტები

გია ბარამიძე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
გია ბარამიძე დააკავეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
მთავარი

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა - ინფორმაციას მარნეული ნიუსი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკა „ავერსში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.

დაწვრილებითDetails

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა – შიო III

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის...

დაწვრილებითDetails

კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება – კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ადამიანები დაკავებული არიან კარიერით და ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს იკავებენ – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება - კეთილდღეობა რაც უფრო გაიზრდება, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “საქსტატის” მონაცემებს, რომლის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ...

დაწვრილებითDetails

ახალი საწყისი – როგორ იმოქმედებს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებზეც 24 ივლისის ახალი მთვარე ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს
მთავარი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი 11 სექტემბრის ახალმთვარეობის შესახებ საუბრობს. „11 სექტემბერს ველოდებით ახალმთვარეობას ქალწულის ზოდიაქოში, რომელიც მოხდება მის 18°25′ -ზე, GMT დროით 03:27 -ზე, ხოლო საქართველოს დროით 07:27 საათზე. ასტროლოგიურად, ეს...

დაწვრილებითDetails

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუკზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ წარდგენილი საქმის წარმოება შეწყვიტა

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლა ოზურგეთში

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შეიარაღებული თავდასხმა და ორმხრივი სროლები იყო ოზურგეთში - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ორი დღის წინ თავისუფლების (კვირიკეთი-ყოფილი ნესტორ კალანდარიშვილის) ქუჩაზე, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მოქალაქე კახა დუმბაძე მსუბუქად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს...

დაწვრილებითDetails

სად და როგორ ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემლი

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება ტარდება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვას იცავენ. იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი...

დაწვრილებითDetails

მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 11, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"