შემთხვევა 26 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე მოხდა. ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი მაშინ ადგილზე დაიღუპა, მესამე კი გუშინ – კლინიკაში. მძიმეა კიდევ ერთი პირის მდგომარეობა.
- როგორც ცნობილია, გარდაცვლილები არიან დათო არშილავა და მისი მცირეწლოვანი შვილები. ხოლო მამაკაცის მეუღლე მძიმე მდგომარეობაშია და ის კლინიკაში იმყოფება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.