LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა დაფარული იქნება

დაპოსტა 2025/07/01-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, დაფარული იქნება. ბრალდების მხარე საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალასა და სხვა საპროცესო მოქმედებებში ასეთი პირის ვინაობის იმგვარად დაფარვას უზრუნველყოფს, რომ მისი იდენტიფიცირება და ამოცნობის შესაძლებლობა შეიზღუდოს.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული პირის უსაფრთხოების და მისი თანამშრომლობის კონსპირაციის პრინციპის დაცვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, პროკურორი უფლებამოსილია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა დაფაროს, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს და გამჟღავნებით მოთანამშრომლე პირის უსაფრთხოებას ზიანი ადგება ან მართლმსაჯულების ინტერესს არსებითად ხელყოფს.

ბრალდების მხარე უზრუნველყოფს საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალაში და სხვა საპროცესო მოქმედებებში ვინაობის იმგვარად დაფარვას, რომ პირის ვინაობის იდენტიფიცირების და ამოცნობის შესაძლებლობა შეიზღუდოს. ამავე პროექტის მიხედვით, ასეთი პირი დაიკითხება დისტანციურად იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან ამოცნობის შესაძლებლობა.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების მიუხედავად, მისი ვინაობა, საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მოსამართლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ.

როგორც პროექტის ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია გამოძიების ორგანოებთან მოთანამშრომლე პირთა დაცვის და მათი საქმიანობის კონფიდენციალურობის პრინციპის უზრუნველმყოფი რეგულაციების დახვეწის აუცილებლობით.

ინიციატორები ამბობენ იმასაც, რომ მიზანშეწონილია იმგვარი საკანონმდებლო ნორმების შემოღება, რომელიც, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვას მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მასთან დაკავშირებული პირების უსაფრთხოების დაცვას და მეორე მხრივ გაზრდის გამოძიებასთან თანამშრომლობის პროცესის კონფიდენციალურობის ხარისხს და მოთანამშრომლე პირთა ვინაობის გასაჯაროებას მინიმუმამდე დაიყვანს.

„კანონმდებლობა სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან შედარებით ბევრად მაღალ სტანდარტს ითხოვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად და ზღუდავს მისი გამოყენების შესაძლებლობასაც. ფარული საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ის აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. იმავდროულად, გამოყენებისთვის ინტენსივობისა და პროპორციულობის პირობაც დასაკმაყოფილებელია – ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და ის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა.

შესაბამისად, ეს საგამოძიებო მოქმედება გადის მკაცრ ფილტრს, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი ჩატარების ორგანიზებაც კონსპირაციის პრინციპს ემყარება. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირი იღებს ვალდებულებას საიდუმლოდ შეინახოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და თანამშრომლობის კონფიდენციალურობა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი უწყებებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მოთანამშრომლე პირთა შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შეზღუდვას, რაც ერთის მხრივ, ხელს უწყობს მოთანამშრომლე პირთა უსაფრთხოების უკეთეს დაცვას, ხოლო მეორეს მხრივ თანამშრომლობის კონსპირაციული ხასიათის გაძლიერებას.

ფარული საგამოძიებო მოქმედება უმეტესად ტარდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამოსავლენად და ნაკლებად მძიმე კატეგორიის მხოლოდ ცალკეული დანაშაული ექცევა დაფარვის ქვეშ, ყველაზე ხშირად კი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამისად მომეტებულია მხილებაზე დამნაშავეთა მხრიდან საპასუხო ნეგატიური გავლენების რისკი და მეტად მოწყვლადს ხდის ამ ღონისძიებაში ჩართული პირის, ასევე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას“, – ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მოგიწევთ, შეეგუოთ ახალ პირობებს, არის მოულოდნელი, არასასიამოვნო მომენტების ალბათობაც, მთავარია, არ აჰყვეთ შფოთს და პანიკას, მალე ყველაფერი დალაგდება.   კურო   დღეს, შეიძლება, გარკვეული დაბრკოლებებისა და დაპირისპირებების წინაშე...

დაწვრილებითDetails

ეროვნული გამოცდები იწყება

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო – ჯეიმს მაკკლირი
მთავარი

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.   „მადლობა ბენჯამინ ჰადადსა და სტივენ...

დაწვრილებითDetails

დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან – რობინ დანიგანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას – რობინ დანიგანი
მთავარი

რობინ დანიგანი - დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამიზნედ იქცნენ კანონის უზენაესობის, თავისუფალი მედიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის დღესაც, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრობაში არიან....

დაწვრილებითDetails

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, მამაკაცმა საკუთარი მეზობელი მოკლა ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების...

დაწვრილებითDetails

“შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და „ბლატაობ“? ” – ალუდა ღუდუშაური

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
“ცოლი ორჯერვე ნიუ იორკში ამშობიარა”-წერს თომა რუსტიაშვილი
მთავარი

გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”? ცოტა თავი გააკონტროლე, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

” აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ?” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"