ქუთაისში, მერიის წინ, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით – „საქართველო დადექი!“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას დაიწყება.
“საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება — და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი — ციხეში.
დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა — ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების”, – ნათქვამია გავრცელრბულ ინფორმაციაში.