“გაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა. პროკურორი ვაჟა თოდუა დაეთანხმა ჩემი ძმის გამოყვანას ციხიდან შესაბამისი დროის და ღონისძიების ფარგლებში, მაგრამ არ ვიცით სამწუხაროდ, ეს როდის იქნება, რა ხანგრძლივობით იქნება, მაგრამ როგორც ვიცით, თანახმაა ყველა მხარე და ველოდებით ნებისმიერ დროს. სავარაუდოდ, როგორც გვითხრეს, აარჩევენ ისეთ დროს, როდესაც ნაკლებად არის ხალხი და შეიძლება შუა ღამით მოვიდნენ. მე მინდა, რომ ეს დღეები და ღამეები ერთად ვიყოთ და ერთად გავიაროთ ეს მძიმე პერიოდი. ეს შეეძლო გუშინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს და რადგან უკვე წინასწარ, დეკემბერში დაწერილი სცენარია, ამ სცენარში ცვლილებას ვერ შეიტანდა”-აცხადებს სანდრო ცხადაძე, ონისე ცხადაძის ძმა “ტვ პირველთან” საუბრისას.
სანდრო ცხადაძესა და ონისე ცხადაძეს რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალათ.