ვანო ნადირაძის ცხედარს კიევიდან თბილისში დღეს ჩამოასვენებენ – გამოსვენება აეროპორტიდან 17:50 საათზე მოხდება.
უკვე დაანონსებულია, რომ ქართველი მეომრის ცხედარს თბილისში ნადირაძის მეგობრები, ოჯახის წევრები, მოქალაქეები და თანამებრძოლები დახვდებიან.
უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კიევის ტაძარშიც.