სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს ძლიერი ხმა გაისმა, რომელიც აფეთქებას ჰგავდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმასავარაუდოდ სირენის ხმა ვერ გაიგო და გზაზე გადასვლის მცდელობისას მოხდა შეჯახება. ავტომობილი მარჯვენასაჭიანი იყო, რაც, გავრცელებული ინფორმაციით,მგზავრი ქალის გადარჩენის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება.
მძღოლს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აქვს. შემთხვევის დეტალებს სამართალდამცავები იკვლევენ.