ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია?, – ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„დღეს ოპოზიციის სამი ლიდერი: ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.
ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია?
მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ერთხმად მიიღოს“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.