ჭიათურაში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მირზა ლოლაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
მანამდე, 19 ივნისს, ოთხმა მაღაროელმა უვადო შიმშილობა დაიწყო, მანამ, სანამ ჭიათურაში დაკავებულ 4 პირს არ გაათავისუფლებენ. პროტესტის ნიშნად, საპატიმროში შიმშილობს მერაბ სარალიძეც.
პროტესტის მთავარი მოთხოვნა 29 აპრილს დაკავებული მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძის და თენგო გველესიანის გათავისუფლებაა.
პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას ედავება, რაც 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მანამდე, ბრალდებულების განთავისუფლების მოთხოვნით, ქალაქში 5000 ხელმოწერა შეგროვდა.
12 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესამდე ქალაქში არსებობდა მოლოდინი, რომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა.