24 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, SANGU-სა და NKU-ს აკადემიური პერსონალი.
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში წამოჭრილი მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უსაფრთხოება საჯარო და კერძო სექტორში, აკადემიური და მულტისექტორული თანამშრომლობა და ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში.
კონფერენცია 24 ივნისს სანგუს უნივერსიტეტში 10:00 საათზე გაიხსენა და რამდენიმე სესიას მოიცავს.
პირველი სესია | საჯარო სექტორი და კიბერუსაფრთხოება – 10:30 საათი
მოდერატორი იქნება პროფსორი მარიუს ტრუტა (ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი)
🗣️ სპიკერები:
🔸დიმიტრი გუგუნავა, ციფრული მმართველობის სააგენტო
🔸გიორგი ღიბრაძე, ციფრული მმართველობის სააგენტო
🔸დავით სახვაძე – ეროვნული უსაფრთხოების საბჭო
მეორე სესია | ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება – 11:15 საათი
მოდერატორი გახლავთ ლუკა კურდღელია, სანგუ
🗣️ სპიკერები:
🔸პროფ. კევინ კირბი – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი
🔸სოფიო ქათამაძე – EPAM Georgia
🔸ლუკა ბაკლაგა – ბიზნესის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი
მესამე სესია | კერძო სექტორი და კიბერუსაფრთხოება – 12:30 საათი
მოდერატორი იქნება პროფესორი ჰასან ჰასაბელნაბი – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი
🗣️ სპიკერები:
🔸 ნათია სირბილაძე – ICT ქართული ასოციაცია
🔸 ლაშა-გიორგი ჭელიძე – Smart it up
🔸 ნიკოლოზ გეგუჩაძე – ხალიკ ბანკ საქართველო
🔸 ლაშა პატარაია – CASE
მეოთხე სესია | ქალები კიბერუსაფრთხოებაში – 13:15 საათი
მოდერატორი იქნება ქეთევან ჩაჩავა – CEPA
🗣️ სპიკერები:
🔸 პროფ. მაურინ დოილი – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი
🔸 პროფ. თამარ ბურჯანაძე – სანგუ
🔸 თამარ კაპანაძე – ციფრული მმართველობის სააგენტო
🔸 თამარ ქურდაძე – ციფრული მმართველობის სააგენტო
მეხუთე სესია | აკადემიური და მულტისექტორული თანამშრომლობა – 15:00 საათი
მოდერატორი გახლავთ პროფესორი მაურინ დოილი – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი
🗣️ სპიკერები:
🔸 პროფ. ლევან ქისტაური – სანგუ
🔸 გიორგი ბასილაძე – სანგუ
🔸 პროფ. მარიუს ტრუტა – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი
🔸 პროფ. ჰასან ჰასაბელნაბი – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი
მეექვსე სესია | ღია მიკროფონი და კვლევითი პრეზენტაციები – 16:00 საათი
მოდერატორი: ინგა ნაფეტვარიძე – სანგუ
🗣️ სპიკერები:
🔸 პროფ. მარიუს ტრუტა – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი
🔸 პროფ. ნატო ჯიაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
🔸 გიორგი გოგიტიძე – TNET
🔸 პროფ. რასიბ ხანი – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი
🔸 ელენე ტაბიძე -სანგუ
🔸 კახაბერ რევაზიშვილი – სანგუ
🔸 პროფ. ვეი ჰაო – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი
🔸 ჯონი ჭონიაძე – მონაცემთა დაცვის გუნდი
კონფერენციაზე დამსწრეები შეძლებენ, გაეცნონ კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებს საჯარო, კერძო და აკადემიური სფეროებიდან, რათა აღმოაჩინონ ახალი კარიერული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ფორმატები.
თბილისის საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ მონაწილეობის მისაღებად. დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ნუ გადადებთ რეგისტრაციას.