ნარკოპოლიტიკისა და ნარკოდამოკიდებულების შესახებ „მეგა ტვ“ ევრაზიის მომხმარებელთა ქსელის ექსპერტთა საბჭოს წევრს, ექსპერტს ზაზა ქარჩხაძეს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში ძირეულად არის შესაცვლელი. მისი თქმით ნარკომომხმარებლები არიან დაავადებული ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამკურნალო ცენტრები და დასაქმების პროგრამები. ზაზა ქარჩხაძე აღნიშნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებაში განათლების ამაღლებაა. ექსპერტი კანონის გამკაცრებაზეც საუბრობს და ამბობს რომ მხოლოდ დამდებების დაკავება, მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ზაზა ქარჩხაძე „მეგა ტვ“-თან ბაზარზე არსებულ ნარკოტიკულ საშუალებებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელთა მოხმარებაც ადამიანის სიცოცხლეს ფატალურად ასრულებს.