LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო

რიგ შემთხვევებში ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას გამარტივებული წესით შეძლებთ – ცვლილებები კანონში

დაპოსტა 2025/06/20-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შედეგად, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტს პირველი მოსმენით – პრინციპების დონეზე განიხილავენ.

ცვლილებები ხუთ კანონში შედის. იცვლება “სისხლის სამართლის კოდექსი“, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონი და “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელი იქნება, თუკი ჩადენილია “სისხლის სამართლის კოდექსის“: – 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის “გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული იქნება – 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის – 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც – ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე/უფლებამონაცვლე პირზე გადავა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.   როგორც ის აღნიშნავს, ეს...

დაწვრილებითDetails

,,ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

„ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რატომ არ წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა დეკლარაცია, როგორც პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნება“ ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე „გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას დეზინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

“ევროპარლამენტი გადაიქცა ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ” – გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
მედვედევის მუქარას აქვს გარკვეული მიზანი-ვოლსკი
მთავარი

ევროპარლამენტი უკვე გადაიქცა ამ ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ - დარწმუნებული ვარ, არც მზია ამაღლობელის ბედი ენაღვლებათ და არც იმ ახალგაზრდა კაცის, რომელმაც პოლიციელს ჩვენს თვალწინ ჩაარტყა ხელკეტი თავში, - ამის...

დაწვრილებითDetails

‘თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა”- ირანის პრეზიდენტი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
‘თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა”- ირანის პრეზიდენტი
მთავარი

ირანი ყოველთვის მშვიდობისა და სიწყნარისკენ ისწრაფოდა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ირანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესია არ შეჩერდება, ირანის პასუხი კიდევ უფრო მკაცრი იქნება. „ამჟამინდელ...

დაწვრილებითDetails

სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა. საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც შსს-ის ინფორმაციით, დათაშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა. უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“სენატორი რიში კიდევ ერთხელ ახსენებს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, რომ ეს არის ერთპარტიული ბრბო” – ირაკლი კუპრაძე

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
“ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და კრიზისს” – ირაკლი კუპრაძე
მთავარი

სენატორი რიში კიდევ ერთხელ ახსენებს ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, რომ ეს არის ერთპარტიული ბრბო, რომელიც ვერანაირად ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, -ასე შეაფასა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა...

დაწვრილებითDetails

” რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს” – პესკოვი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
აშკარაა, რომ ახლა, როცა იაპონია გახდა რუსეთისთვის არამეგობრული ქვეყანა | დიმიტრი პესკოვი
მთავარი

რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციების მიზნების მისაღწევად იმუშავებს, თუმცა იდეალური იქნება მათი მიღწევა პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის...

დაწვრილებითDetails

“მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ იქნება, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება”-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
“მოლაპარაკებები არცერთ მხარესთან არ იქნება, სანამ ისრაელის აგრესია არ შეწყდება”-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი არცერთ მხარესთან არ გამართავს მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ისრაელი ირანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრება მალე შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

ვერძი — მიზნების და იდენტობის გადატვირთვა ივნისში ვერძები გრძნობენ ძალასა და გამბედაობას. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოითხოვს რეალურ ქმედებას. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება შეიცვლება — გახდებით უფრო გულწრფელი, დამოუკიდებელი, გაბედული. შეიძლება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"