უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი კიმი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის გურამის მეტოქე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევი იქნება.
ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.