ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწერსებულებაში პატიმარი შიმშილობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მსჯავდებულის ოჯახის წევრი იზო ლეჟავა ავრცელებს.
როგორც ის ყვება, ავთანდილ სალდაძე უკვე მესამე დღეა რაც შიმშილობს, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ფაქტს მალავს. მსჯავდებულის ახლობელი მოითხოვს რომ, პატიმარი სახალხო დამცველმა მოინახულოს. ქალი აქციებს აანონსებს.
იზო ლეჟავა თქმით, ავთანდილ სალდაძეს ცრუ ჩვენებების საფუძველზე 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
“ციხის ადმინისტრაციამ არც პროკურატურას გააგებინა, არც ადვოკატს, არც ოჯახის წევრებს რომ შიმშილობდა პატიმარი. 64 წლის კაცს, არასრული სამუდამო მიუსაჯეს, 18 წელი, ცრუ ჩვენებებით, ტყუილზე დაყრდნობით. პროკურორი იყო ირაკლი შვანგირაძე, რომელიც დააწინაურეს და თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ გადაიყვანეს. მოსამართლე კი თათია გოგელაური იყო, რომელმაც უდანაშაულო, მართალ, მშრომელ კაცს 18 წელი მიუსაჯა.” – ამბობს იზო ლეჟავა.
იზო ლეჟავას თქმით, ავთანდილ სალდაძე უკვე მესამე წელია სასჯელს იხდის.