გორში, სოციალურ საცხოვრისში, 24 წლის კაცმა, ასევე 24 წლის ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელი გამოიჭრა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ცოლ-ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მათი გადარჩენა შეძლეს, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.