ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დღეს ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის ,,მერანთან” ამხანაგური მატჩი გამართა.
შეხვედრა ქუთაისელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი სინჯებზე მყოფმა ოთარ კვერნაძემ გაიტანა. ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ეს ,,ტორპედოს” ბოლო ამხანაგური მატჩი იყო.
1 მარტს ქუთაისელებს ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის მატჩი აქვთ. ისინი საკუთარ მოედანზე გორის ,,დილას” უმასპინძლებენ.
მატჩს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და მოგებული ჩემპიონთა ლიგა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. თავდაპირველად,...