თბილისის მესამე ფილიალის 1702 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. თვითმხილველების გადმოცემით, მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გონება დაკარგა.
პაციენტს არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსი. ექიმებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე , სადაც დაფიქსირდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა, ზეწოლების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ავტომატური მოწყობილობა – სიპიარ ტუმბო.
პაციენტთან ვენის აღება შეუძლებელი იყო, მოხდა ძვალშიდა კათეტერის ჩადგმა და ადრენალინის შეყვანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის პერსონალის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, აღდგა სინუსური რიტმი, წამოვიდა ერთეული სუნთქვა, მაგრამ პაციენტი გონზე არ მოსულა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი თბილისი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც დადასტურდა ანევრიზმის გასკდომა, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამჟამად პაციენტი ბინაზეა გაწერილი და თავს ნორმალურად გრძნობს.
#გვეამაყება
ექიმი გვანცა მაისურაძე
უმცროსი ექთანი ბექა გზირიშვილი
მძღოლი გივი შათირიშვილი
#შენისიცოცხლისგადასარჩენად – წერს ჯგუფი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”
ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში.“ - წერია ინფორმაციაში. გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის...
ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ კონტუათში სახლი გაქურდეს. როგორც "მეგა ტვ"-ს წყარო უყვება შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. სახლიდან წაღებულია ფულადი თანხა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოიძიება.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას...
"ავტობუსის მგზავრების 95% „ქართველები იყვნენ“, - ამბობს ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის ნათესავი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა სთხოვა "რადიო თავისუფლებას." ავარია 30 აგვისტოს, გვიან ღამით რუსეთის ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან და...
საქართველოში ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების შემოწმებაზე უარის თქმისა თუ თავის არიდების ფაქტებზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია...
აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს და იმდენად სუსტი არგუმენტებია, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მის თავში დაიბადა - ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ რაღაც დივიდენდი...
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით ანუ 193.7 ლარით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. ცნობისთვის,...
არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი - ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,...
მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული. კერძოდ, გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს...