საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია მოინახულა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ტერიტორიის ეფექტიანად გამოყენების გზებზე და შესაძლო პროექტებზე, რაც ქუთაისის განვითარებას და მოსახლეობისთვის ახალი ფუნქციური სივრცეების შექმნას შეუწყობს ხელს.
მინისტრი, პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო ტერიტორიის განვითარების პოტენციალს და გამართა სამუშაო შეხვედრა.
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობას, ხელისუფლებამ საბოლოო დანიშნულება ექვსი წლის შემდეგ უპოვა. 2024 წლის 12 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ყოფილ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 2018 წლიდან მიტოვებული იყო, ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.