ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.
დიმიტრიმ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა (დამატებითი პროგრამა მათემატიკა). KIU-ში სწავლისას სტაჟირება გაიარა გერმანიაში, Forschungszentrum Jülich-ში.
სწავლის დასრულების შემდეგ შეთავაზება მიიღო Amazon-ის ბერლინის ოფისიდან. დიმიტრი Amazon Simple Storage Service-ის ჯგუფს შეუერთდა, სადაც აპროექტებს და ავითარებს სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემების უსაფრთხო შენახვას და მათზე წვდომას.
“მიხარია, რომ დღესაც ვაგრძელებ თანამშრომლობას KIU-თან. პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ჩართული ვარ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირებას კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სასწავლო პროგრამაში” – ამბობს დიმიტრი იოსებაძე.
კამჩატკის სანაპიროსთან , ერთ საათში 11 ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა
სეისმოლოგებმა კამჩატკის სანაპიროსთან ერთი საათის განმავლობაში 11 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. ყველაზე ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. ეს რყევები გუშინ მომხდარი დიდი სიმძლავრის მიწისძვრას მოჰყვა. გაერთიანებული გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის...