LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

“გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე, გვესაუბრება ინგლისურად რუსული აქცენტით”-შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/06/05-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე, დღეს გვესაუბრება ინგლისურად რუსული აქცენტით, თითს გვიქნევს, რომ თუკი არ მოვიქცევით ისე, როგორც ცენტრს უნდა, ამისთვის დავისჯებით. ასეთ აბსურდამდეა მისული, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ყველაფერზე წამსვლელია, ოღონდ შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ მარიონეტები ხელისუფლებაში.

„ქართული ოცნების“ ალტერნატივა არის ის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ჰპირდება ქართველ ხალხს, რომ იმოქმედებს გარედან მითითებების შესაბამისად. ჩვენ ხომ ამას გვსაყვედურობენ, რატომ არ ვიქცევით ისე, როგორც გვეუბნება რომელიმე ევროპარლამენტარი თუ რომელიმე პრესმდივნის მოადგილის თანაშემწე? წინასაარჩევნო კამპანიაც ხომ ამაზე იყო სინამდვილეში. სთავაზობდნენ ქართველ ხალხს, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ეტყვის რასა იუკნევიჩიენე. ეტყვის, დადექით ცალ ფეხზე, დადგებიან. ეტყვის, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაუწესებენ სანქციებს და დაანგრევენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ხომ ამას გვეუბნებოდნენ, გავაგზავნოთ მოხალისეები ომში, როცა არცერთმა ქვეყანამ არ გააგზავნა. ასეთი მოთხოვნები ჰქონდათ. ამას გვსაყვედურობენ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“, რომ ის არ მოქმედებს გარედან მომდინარე მითითებებით. შესაბამისად, პრობლემა ეს არის.

მთლიან ისტორიაში ვინც არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს, ეს არის ბრიუსელი. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს იმ ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც ჩაიდო მაშინ, როდესაც ის იქმნებოდა. ის ქცევა, რასაც ვხედავთ ქართველი ხალხის მიმართ, არ არის ახლოს ევროპულ ღირებულებებთან.

გვახსოვს ტექსტები და რეზოლუციები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი შეაფასეს როგორც პროგრესული რეჟიმი და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. პარალელურად, მიდის საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც ვიხსენებთ მაშინდელ ტრაგედიებს, როცა რასა იუკნევიჩიენე ლიეტუვაში მინისტრი იყო. მისგან ვინმეს კრიტიკული სიტყვა გაუგია? დღეს რომ ბალტიის ქვეყნების მთავრობები იღვიძებენ საქართველოს შიდა პოლიტიკის კომენტარით, ერთი სიტყვა გაუღიათ მაშინ? არა. სინამდვილეში, ისინი მთლიანი ტრაგედიის თანამონაწილეებიც არიან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ამ რეჟიმს ამყარებდნენ მაშინ და ახლა სურთ მისი დახსნა ციხიდან. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ. ზუსტად იმ FARA-ს წყალობით, რომელიც დღეს ჩვენთანაც მოქმედებს, შემთხვევით გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტებს. ეს არის დღეს ევროპარლამენტი, როცა ამერიკიდან იწერება რეზოლუციის პროექტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

დღეს სრულდება არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტების მომართვის ვადა – ნათია იოსელიანი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, დღის ბოლომდე უნდა მიმართოს. ცესკომ საკრებულოების შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. შუალედური არჩევნების...

დაწვრილებითDetails

60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
60 წლის კაცი წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა და დაიღუპა
მთავარი

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა - ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დიდების მემორიალის ჩასასვლელში ამორტიზირებული ბეტონის საფარი ჩატყდა და კაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის...

დაწვრილებითDetails

სასწრაფოს საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
სასწრაფოს საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა
მთავარი

თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო. ადგილზე მისულ ბრიგადას საცხოვრებელი სახლის ეზოში შუახნის მამაკაცი მიწაზე უგონოდ დახვდა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა. პაციენტის ოჯახის წევრები და...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძე, პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე. უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ კობა ფარტენაძემ 16 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

მატარებელი 35 წლის კაცს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.   ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.   მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.   ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული....

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კობა ფარტენაძე, ზესტაფონის განყოფილებაშია გადაყვანილი.   „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.   შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის...

დაწვრილებითDetails

ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი – კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი ბიჭი ქალს სადარბაზოში ჩუმად შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტი სცადა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

დააკავეს 15 წლამდე ბიჭი, რომელიც რუსთავში ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება სცადა - მომხდარის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს. მათივე ინფორმაციით, ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, 15 წლამდე...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"