LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“საქართველო ირანს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდება” – TI

“საქართველო ირანს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდება” – TI

დაპოსტა 2025/05/30-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

“საქართველო ირანს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უახლოვდება” – ამის შესახებ ანგარიშსს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, “ქართული ოცნება” არადემოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობას აძლიერებს, მათ შორის ანტიამერიკული პოლიტიკით გამორჩეულ ირანთან.

“ქართული ოცნება” ასეთ ქვეყნებს ამერიკის და ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ალტერნატივად განიხილავს. ეს საგარეო კურსი განსაკუთრებით აშკარა 2022 წლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გახდა.

2024 წლის 22 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას დაესწრო, ხოლო 30 ივლისს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა, სადაც ისმოდა შეძახილები “სიკვდილი ამერიკას” და “სიკვდილი ისრაელს”.

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონთან კავშირების გამყარება ირანის ისლამური რესპუბლიკისა და მისი მე-14 მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ასევე, ხაზი გაუსვა ირანის მზადყოფნას, საქართველოს მსგავსად, გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად. ხოლო ირაკლი კობახიძის განცხადებით, ირანს აქვს მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული პოზიცია რეგიონში და მიესალმა ორ ქვეყანას შორის (ირანს და საქართველოს) ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მეგობრულ ატმოსფეროს.

2021 წელს ირანი, საქართველო და აზერბაიჯანი ახალი სატრანზიტო კორიდორის შექმნაზე შეთანხმდნენ. ახალ მარშრუტს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის ერთმანეთთან დაკავშირება შეეძლება,” – წერს TI. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ დაახლოებასთან ერთად, გასული 12 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, ირანთან ვაჭრობა 3-ჯერ, ირანელი ვიზიტორების რაოდენობა კი 2-ჯერ გაიზარდა, ირანის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები 5-ჯერ.

ვაჭრობა:

2024 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ირანთან რეკორდულად მაღალი – 322 მლნ დოლარი იყო, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მეტია. ბოლო 2 წელში ირანთან ვაჭრობა 23%-ით გაიზარდა.

322 მლნ დოლარის სავაჭრო ბრუნვაში ქართული საქონლის ირანში ექსპორტი 37 მლნ დოლარი იყო, ხოლო ირანიდან საქონლის იმპორტი 285 მლნ დოლარი.

ირანიდან საქართველოს ძირითადად შავი ლითონები (142 მლნ დოლარი), სამშენებლო მასალები (46 მლნ დოლარი), პლასტმასის ნაწარმი (34 მლნ დოლარი) და საკვები პროდუქტები შემოდის (22 მლნ დოლარი). ბოლო 12 წელში იმპორტის 3-ჯერ ზრდა ძირითადად შავი ლითონების და სამშენებლო მასალების იმპორტის მატებამ განაპირობა.

ტურიზმი:

მზარდია ირანიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს 146 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2012 წელზე თითქმის 2-ჯერ მეტია. ყველაზე მეტი – 291 ათასი 2018 წელს შემოვიდა. თუმცა, პანდემიის შემდეგ ირანიდან ტურიზმმა სწრაფად დაიწყო აღდგენა და 2023-2024 წლებში საშუალოდ 19%-ით იზრდებოდა.

2023 წელს ირანელმა ტურისტებმა საქართველოში 128 მლნ დოლარი დახარჯეს.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში საქართველოში საცხოვრებლად 10 ათასამდე ირანელი ემიგრანტი ჩამოვიდა.

ირანული ბიზნესი და ინვესტიციები საქართველოში:

2013-2024 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 9,300 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4 ჯერ აღემატება 2013 წლამდე საქართველოში არსებულ ირანელების კომპანიებს.

ირანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში 2006 წლიდან დაიწყო და 2006-2012 წლებში სულ 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2013-2024 წლებში კი 5-ჯერ მეტი, 41 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია ვაჭრობის, მშენებლობის, მრეწველობის და ტრანსპორტის სექტორებში განხორციელდა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

დაკავებულია მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია, - აღნიშნულის შესახებ ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კობა ფარტენაძე, ზესტაფონის განყოფილებაშია გადაყვანილი.   „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.   შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის...

დაწვრილებითDetails

ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი – კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი ბიჭი ქალს სადარბაზოში ჩუმად შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტი სცადა

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

დააკავეს 15 წლამდე ბიჭი, რომელიც რუსთავში ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება სცადა - მომხდარის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს. მათივე ინფორმაციით, ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, 15 წლამდე...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000...

დაწვრილებითDetails

მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონები გასტაცეს – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა...

დაწვრილებითDetails

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. ახალი საქმის დაწყება და ინიციატივის გამოჩენა შედეგიანია, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დროა გეგმების დასალაგებლად და პრიორიტეტების განსაზღვრისთვის.  ...

დაწვრილებითDetails

17 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
5 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ამინდი გაუარესდება
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აგვისტოს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"