LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო

„MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული სპეციალური განცხადების შინაარსი ცნობილია

დაპოსტა 2025/05/14-ში
A A
60
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პარლამენტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBAR აქტს“ საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტად აფასებს.

ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის განცხადების პროექტში. განცხადება 11-გვერდიანია და მისი განხილვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიმდინარეობს.

დოკუმენტის თანახმად, “დიფ სთეითი“ და მისი ინსტიტუტები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBAR აქტს“ პარლამენტი დღესვე დაამტკიცებს.

პარლამენტის განცხადების პროექტი შემდეგი შინაარსისაა:

“2025 წლის 5 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ე. წ. „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act), რომელიც თავისი არსით, საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტია.

ე.წ. “მეგობარი აქტი“ ეფუძნება სამ ძირითად ცრუ ბრალდებას: ა) საქართველოში აღინიშნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა; ბ) საქართველოში აღინიშნება ხელისუფლების მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა; გ) საქართველო ამყარებს არასათანადო კავშირებს „რუსეთთან, ჩინეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“ (მოგვიანებით დაკონკრეტდა, რომ „სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში“ ირანი იგულისხმება).

ე.წ. “მეგობარი აქტი“ საგანგებო ანალიზს არ საჭიროებს, რადგან მასში ერთი შეხედვითაც იკითხება მტრული სულისკვეთება საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აქტი ტექნიკურადაც კი გაუმართავია და არაერთ ფაქტობრივ შეცდომასა და ლოგიკურ წინააღმდეგობას შეიცავს.

თუმცა საქართველოს პარლამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, ე.წ. “მეგობარ აქტში“ წარმოდგენილ თითოეულ ცრუ ბრალდებას ფაქტებზე დაყრდნობით გასცეს პასუხი:

1. საქართველოში “მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ ბრალდების მცდარობას უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და ის საერთაშორისო რეიტინგები, რომელთა თანახმად, საქართველომ 2012 წლის შემდეგ ყველა მიმართულებით ფუნდამენტური პროგრესი განიცადა; კერძოდ, ქვეყანაში 2012 წლის შემდეგ:

– მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესატყვისება უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს და რომელმაც „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პროავტორიტარული კონსტიტუცია ჩაანაცვლა;

– ორნახევარჯერ შემცირდა ციხეებში პატიმართა რაოდენობა, ხოლო ათჯერ − მათი სიკვდილიანობა. აღიკვეთა ხელისუფლების მიერ პატიმრების წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, რომელიც „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა და დაადასტურა;

– აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელსაც „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს 25-ე ადგილი უკავია;

– ჩამოყალიბდა მრავალფეროვანი მედიაგარემო უმაღლესი ხარისხის პლურალიზმით. თუ 2012 წლამდე „დიპ სტეიტის“ მიერ მართულ სააკაშვილის რეჟიმს მედიასივრცე, პრაქტიკულად, სრულად ჰქონდა მონოპოლიზებული, დღეს საქართველოს შეუძლია, მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას მაგალითი მისცეს. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით უსმენს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებს ამერიკულ მედიაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და ხედავს, რომ მედიას ევროპის უმეტეს ქვეყნებშიც, პრინციპულად, „დიპ სტეიტი“ აკონტროლებს და მართავს;

– ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც მანამდე სრულად ექვემდებარებოდა „დიპ სტეიტის“ მიერ მართული სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ კონტროლს. ოპონენტები ვერ ასახელებენ კონკრეტულ სასამართლო საქმეებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ უსამართლოდ გადაწყდა. უცხოელი თანამდებობის პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) და ოპოზიციური პარტიების მიერ გაკრიტიკებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამართლიანად აღიარა. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა და ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოს უსწრებს. „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევის თანახმად, ხელისუფლების ჩარევისგან მართლმსაჯულების თავისუფლების ინდექსში საქართველოს ევროპაში მე-9 ადგილი უკავია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრების რაოდენობა სამჯერ შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ქართველ მოსამართლეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ღიად მოსთხოვა კონკრეტულ საქმეზე ანგარიში, ხოლო შემდეგ, მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების გამო ამერიკაში ვიზიტი გაუუქმა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილების სამართლიანობაც აღიარა;

– საქართველოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს. კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, იგი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა, მსოფლიო ბანკის კორუფციის არარსებობის ინდექსში კი მას მსოფლიოში 29-ე, ხოლო ევროპაში − მე-18 ადგილი უკავია;

– საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები იმართება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 და 2024 წლებში „დიპ სტეიტს“ საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაციის მასშტაბური კამპანია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ორივე არჩევნები იმდენად სამართლიანი იყო, რომ არსებითი დარღვევის ფაქტები და მტკიცებულებები ვერავინ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდა მსოფლიოში მოწინავე ამერიკული კომპანიის მიერ დამონტაჟებული ელექტრონული მთვლელებით, რომელთა აუდიტიც შემდგომ ასევე მსოფლიოში მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ განახორციელა და შედეგების უტყუარობაც დაადასტურა. ამის საპირისპიროდ, 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბების შედეგად შეინარჩუნა, რასაც „დიპ სტეიტმა“ „მწვანე შუქი აუნთო“;

– სამოქალაქო თავისუფლების კუთხით არსებული 11-წლიანი პროგრესით საქართველოს მსოფლიოში მე-9 ადგილი უკავია. ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების უფლება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად არის უზრუნველყოფილი. 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ხელისუფლებამ კონსტიტუციური წყობილების დამხობის 5-დღიანი, უკიდურესად ძალადობრივი მცდელობა ისე აღკვეთა, რომ შეკრებების დაშლისას მათი არცერთი მონაწილის ჯანმრთელობას გრძელვადიანი კვალი არ დაჩნევია, მოძალადეთა ქმედების შედეგად კი ერთმა პოლიციელმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. 150 დღეზე მეტია, ადამიანთა ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფი იკრიბება და ყოველდღიურად კეტავს თბილისის ცენტრალურ გამზირს, თუმცა ამ პროცესში სამართალდამცავი ორგანოები არ ერევიან. ისტორიულად, შეკრების ამგვარი თავისუფლების პრეცედენტი, სავარაუდოდ, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა.

საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას „დიპ სტეიტი“ და მისი ინსტიტუტები ცდილობდნენ. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში დემოკრატიაზე თავდასხმის მთავარი ხაზი უკავშირდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, რომლებიც USAID-ის, NED-ისა და სხვა, მსგავსი ფონდების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებდა. ამასთანავე, 2020 წლიდან დღემდე „დიპ სტეიტი“ ცდილობს, ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის უშვერი სიტყვებით ლანძღვით გამოირჩეოდა, რისი ვიდეომტკიცებულებებიც საჯარო წყაროებში მრავლად მოიპოვება.

ყველა ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს არა მხოლოდ საქართველოს მიერ 2012 წლის შემდეგ განცდილ ფუნდამენტურ დემოკრატიულ პროგრესს, არამედ იმასაც, რომ დღეს ის არის დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მტკიცედ იცავს სამართლის უზენაესობას და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

2. საქართველოს „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდების მცდარობას ასევე უტყუარად ადასტურებს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები. 2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად განისაზღვრა, რასაც იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. საქართველო ყოველთვის გამოხატავდა სრულ მზადყოფნას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, თუმცა ამის საპასუხოდ პარტნიორებისგან თავშეკავებულ პოზიციას იღებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებებს ხელისუფლება კი არ უქმნიდა, არამედ პარტნიორი ქვეყნები. ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ შედეგს სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია. კერძოდ, 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ხოლო მოგვიანებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდა. 2022 წლის მარტშიც მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე, თუმცა მას და ქართველ ხალხს იმავე წლის ივნისში სრულიად დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლებმა, კერძოდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიის ეროვნული ფონდისა (NED) და სხვა, მსგავსი ფონდების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს. ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველომ თავისი ხელისუფლების წყალობით, ქართველი ხალხის თანადგომით 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა უსამართლო მიდგომა 2024 წლიდან ისევ განახლდა, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის მიუხედავად, ევროპულმა ბიუროკრატიამ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელოვნური დაბრკოლება შეუქმნა იმით, რომ ქვეყნის ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარი უთხრა. საქართველო დღესაც ცდილობს გაუმკლავდეს ამგვარ უსამართლო მიდგომას, რომელიც მას ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს უქმნის. რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრებას, როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და ნატოს უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია საშუალოვადიან პერსპექტივაშიც არარეალურად მიაჩნიათ, ასეთ პირობებში კი საქართველოს ზედმეტი აქტიურობა აზრს მოკლებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდება უსაფუძვლოა.

3. ასევე სიცრუეს ეფუძნება ბრალდება საქართველოს მიერ რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ:

– იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს. 2012 წლის შემდეგ რუსეთში არცერთი ქართველი პოლიტიკოსის ვიზიტი არ შემდგარა. საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში რუსეთთან ვაჭრობის წილი 12 პროცენტზე ნაკლებია. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საერთო შემფასებელმა მისიამ დაადგინა, რომ საქართველო არ უშვებს მისი ტერიტორიის რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებას, რაც ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დროს სენატს მოახსენა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ საქართველო შეუერთდა 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს, რომლებიც გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან საქართველოზე ბევრად მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას, აგრეთვე მოლდოვას, რომელიც დსთ-ის წევრად რჩება და რომლის პოლიტიკოსები რუსეთში ვიზიტებსაც არ ერიდებიან. ლიეტუვა და ლატვია კი რუსეთში იმაზე რამდენჯერმე მეტ ღვინოს ყიდიან, ვიდრე საქართველო, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. ყველა ეს ფაქტი მოწმობს სიცრუესა და ორმაგ სტანდარტს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული;

– საქართველოსა და ჩინეთს იმ დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებობს. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია აშშ-ის საყვედური საქართველოს მიმართ ჩინეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით;

– იგივე ითქმის საქართველოსა და ირანის ურთიერთობებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, იმ დონისაც კი არ არის, როგორიც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აქვს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ირანთან დაკავშირებით სპეკულაციების საბაბად იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელშიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინაუგურაციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მქონე სახელმწიფოებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, სპეკულაციების სამიზნე მხოლოდ საქართველო გახდა, რაც კვლავ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს.

ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე. წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოსადმი „დიპ სტეიტის“ უხეში, მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, იმის ნაცვლად, რომ „დიპ სტეიტისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებდეს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, პირიქით, მისგან ახალი სანქციების დაწესებასაც კი მოითხოვს.

საბედნიეროდ, ამგვარ აბსურდულ გადაწყვეტილებებზე ქართველ ხალხს ადეკვატური რეაქცია აქვს. უკვე დიდი ხანია, ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ქვეყნის წინააღმდეგ 6 მტრული რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ, ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი. დასანანია, რომ კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა − ჯორჯ ვაშინგტონმა, ტომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა, ჯეიმზ მადისონმა და სხვებმა − ჩაუყარეს საფუძველი და რომელიც ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად იყო ცნობილი, 2025 წლის 5 მაისს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში მძიმედ შელახა.

საქართველოს პარლამენტის შეფასებით, ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს − „დიპ სტეიტმა“ საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიპ სტეიტის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა „მეორე ფრონტის გახსნის“ თაობაზე.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია „დიპ სტეიტს“ წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც აშშ-ის კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებასა და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან ყველა საკითხზე, რომლებმაც შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაჯანსაღება უზრუნველყოს“.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ვერძი — აქტიური დღეა. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს საქმე, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ემოციების ნაცვლად ფაქტებს დაეყრდენი. ფინანსებში იმპულსურ ხარჯვას მოერიდე.   კურო — სტაბილურობის შენარჩუნება იქნება მთავარი. კარგი დღეა დაწყებული...

დაწვრილებითDetails

8 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით...

დაწვრილებითDetails

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ჭიათურა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3...

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში...

დაწვრილებითDetails

კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

 სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები". 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს,...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"