ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.
მასში 170 სპორტსმენი თითქმის ყველა ქალაქიდან მონაწილეობს. ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში 2004-2005 წლებში დაბადებული მოკრივეები 23 თებერვლის ჩათვლით შეეჯიბრებიან. ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტებული ნაკრები კადეტთა შორის გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც მიმდინარე წელს საქართველოში გაიმართება.
ჩემპიონატი კრივის ფედერაციის ორგანიზებითა და ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით ეწყობა.
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა
ხონში სათევზიას მღვიმეში ექსპედიცია ჩატარდა, ამის შესახებ სოციალირ ქსელში ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე წერს: ,,ხონში არაერთი გამორჩეული, აუთვისებელი ადგილი გვაქვს, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და სანახაობით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი...










