LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
4 არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულია 40 წლამდე მამაკაცი

4 არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულია 40 წლამდე მამაკაცი

დაპოსტა 2025/05/02-ში
A A
108
ნახვა
გაზიარება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და ქ. თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

„გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე, 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა.

ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე, დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.

2025 წლის 1-ელ მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.

დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.

საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე – 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში – თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

ლოცვა, რომელიც რთულ წუთებში დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში აქვს მომენტი, როცა ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არაა... ამ დროს უფლის მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვჭირდება. ასეთ დროს სავედრებელი ლოცვა შეუცვლელი დამხმარეა. უფლის დახმარებით ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდებით. მთავარია, გულწრფელად...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

6 წლის წინ არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა -  განცხადებას ორგანიზაცია საფარი ავრცელებს:  "2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში...

დაწვრილებითDetails

ბაჩო ახალაიას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
“ეს ხელისუფლება არის დასამხობი” – ბაჩო ახალაია
მთავარი

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა. ახალაია...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მე-7 სკოლის დაუსრულებელი რეაბილიტაცია – რა უთხრა განათლების მინისტრმა მშობლებს

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ქუთაისის მე-7 სკოლის დაუსრულებელი რეაბილიტაცია – რა უთხრა განათლების მინისტრმა მშობლებს
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის #7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომლის შესახებაც მედია ინფორმირებული არ იყო, საუბარი შეეხო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

სახლები სამტრედიაში, აბასთუმანსა და ამბროლაურში – დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ ქონებრივი დეკლარაცია განაახლა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
სახლები სამტრედიაში, აბასთუმანსა და ამბროლაურში – დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ ქონებრივი დეკლარაცია განაახლა
მთავარი

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ დეპუტატს გივი ჭიჭინაძეს 2025 წელს პარლამენტში საქმიანობიდან 116 914 ლარის ხელფასი აქვს აღებული. ამასთან, გასული წლის განმავლობაში მას ანსამბლ „ქართულ ხმებში“ სოლისტობისთვის 5 329 ლარის...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ძლიერი ქარია მოსალოდნელი- 10 იანვრის ამინდის პროგნოზი
მთავარი

6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო...

დაწვრილებითDetails

წყალტუბო რეალურად დავიწყებული კურორტია – ლაშა ბერეკაშვილი

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები
მთავარი

„წყალტუბო რეალურად დავიწყებული კურორტია - იმ პოტენციალს, რასაც უნდა ასხივებდეს, ვერ ასხივებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან" Travel To Georgia-ს დირექტორმა და ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,...

დაწვრილებითDetails

რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმერეთის იმ 4 რეგიონში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
რა არის საჭირო რომ ევროპაში საშუალო ფენას მიეკუთვნებოდეთ
მთავარი

საქსტატის 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მკვეთრად (15.1%) წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემცირდა, სადაც ამჟამად 48 310 ადამიანი ცხოვრობს. შეგახსენებთ, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა და 54 460 კაცი შეადგინა. 2014 წლის აღწერის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 45...

დაწვრილებითDetails

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ახალ პროგნოზს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საქართველოში დღის ძირითადი ნაწილი უმეტესად უნალექო იქნება, თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე, საღამოსა და ღამის საათებში, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"