LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უვიზო მიმოსვლის, კანდიდატის სტატუსისა და DCFTA-ის შეჩერება 15 წლით დაგვხევს უკან – ზვიად ჭუმბურიძე

უვიზო მიმოსვლის, კანდიდატის სტატუსისა და DCFTA-ის შეჩერება 15 წლით დაგვხევს უკან – ზვიად ჭუმბურიძე

დაპოსტა 2025/05/01-ში
A A
68
ნახვა
გაზიარება

„ძალიან მძიმე მომენტია ქართული თანამედროვე პოლიტიკისთვის, როდესაც ევროკომისარი საუბრობს თავისუფალი ვაჭრობის საკითხის გადახედვაზე, კანდიდატის სტატუსის გაყინვასა და დროებით ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გადახედვას არ გამორიცხავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაიყინოს, ხოლო ვიზალიბერალიზაცია გახმობილ იქნას.

ჭუმბურიძის თქმით, აღნიშნული სამი ასპექტის შეჩერება, საქართველოს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად 10-15 წლით დახევს უკან.

„წინა თაობებმა, დიპლომატებმა და ქართულმა საზოგადოებამ მთელი ძალისხმევა ჩადეს, რომ სწორედ ამ სამ განზომილებას მიგვეღწია. DCFTA არ არის მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის ამ ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, მათ შორის, ბიზნესის თავისუფალი გადაადგილება, რაც ჩვენს ეკონომიკას აჯანსაღებს. გარდა ამისა, ქართული სახელმწიფოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია. როდესაც მიდის საუბარი უვიზო მიმოსვლის დროებით გაუქმებაზე (ხაზს ვუსვამ რომ საუბარია დროებით გაუქმებაზე), კანდიდატის სტატუსის გაყინვასა და DCFTA-ის შეჩერებაზე, ჩათვალეთ რომ, ეს უკან გვხევს მინიმუმ 10-15 წლით“, – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის, კანდიდატის სტატუსისა და უვიზო მიმოსვლის კუთხით რეგიონში უპირატესობა აქვს, რასაც ვერ ეგუება რუსეთი და ეფექტურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს უპირატესობები დაკარგოს.

„ქართულმა საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვა, რატომ მიმდინარეობს საუბარი დღეს ამ საკითხების ირგვლივ. კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქართული სახელმწიფოს ხელში, რომელსაც ვერ ეგუება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, სწორედ მისი მთავარი ამოცანაა, რომ ეს უპირატესობები შეუჩერდეს საქართველოს. რუსეთის სპეცსამსახურების კლასიკური მოდელია – მუშაობენ, რომ რაც შეიძლება ეფექტიანად ჩაჭრან ყველა ის კავშირი ევროპასთან, რომელმაც საქართველომ ამ 35 წლის განმავალობაში მიიღო“, – დასძინა მან.

ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მმართველი პარტია 24 საათის განმავლობაში უნდა აწარმოებდეს მოლაპარაკებებს ევროკავშირის ფორმატში და ამავე დროს უნდა ჰქონდეს საუბრები ორმხრივ ფორმატში EU-ის წევრ სახელმწიფოებთან.

„სახელმწიფოს და მმართველი პარტიას არ უნდა დაეშვათ, რომ აქამდე მისულიყო საკითხი, მაგრამ რადგან ასეთი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, 24 საათის განმავლობაში უნდა გვქონდეს ევროკავშირის ფორმატში მუდმივი მოლაპარაკებები და დეტალების დაზუსტება უნდა ხდებოდეს. ბრიუსელი გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად იღებს, აქედან გამომდინარე, ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც აქამდე ჩვენი პარტნიორი იყო და დღეს ეს პარტნიორობა აღარ ჩანს, ორმხრივ ფორმატში უნდა ხორციელდებოდეს საუბრები. ჩვენდა სამწუხაროდ, არცერთი ეს ნაბიჯი გადადგმული არ არის, მაგრამ კიდევ არის შანსი, დრო კიდევ გვაქვს, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ ისეთ ჩიხში, საიდანაც გამოსვლა რთული იქნება. არის შანსი, რომ არ მივიღოთ ის მძიმე გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას მნიშვნელოვნად დააზიანებს; დააზიანებს როგორც პოლიტიკას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუმჯობესებული სავაჭრო რეჟიმი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს ნულოვანი საბაჟო ტარიფით 10 000-მდე დასახელების, პროდუქციის ექსპორტირების უფლებას იძლევა. DCFTA-ის მოლაპარაკებებისათვის მომზადების პროცესი კი 2009 წელს დაიწყო. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი ეხსნება, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი – სუს-ი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. სუს-ის განცხადებით, დაკავებულმა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური თურქეთში რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში  მონაწილეობას მიიღებს
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელი თორნიკე ბექაური თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას Fibonacci International Robotics Olympiad საერთაშორისო ოლიმპიადაა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადა მიზნად ისახავს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არალეგალური საკონსერვო საწარმო (საწებლებისა და აჯიკის წარმოება) - შპს „ნთკ 2016“ (მის:...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი გაიაფდა – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო მცირედით გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 716 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.40%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

“არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას”- მეუფე ანტონი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას...

დაწვრილებითDetails

არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს -მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
დღევანდელ სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთვება
მთავარი

უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები და სამიზნე გავასწოროთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ, ცინიკურ, სასტიკ რეჟიმზე და ხალხთან ერთად მოუსავლეთში გავუშვათ ის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. სააკაშვილი რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.   ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.   „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს, 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

“პატარა სიცოცხლე, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
“პატარა სიცოცხლე, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში პატარა გოგონას შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება.   „მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... არსებობენ პატარა გულები, რომლებიც დიდ სამყაროსაც კი ანათებენ და როცა ისინი ქრებიან, თითქოს მთელ ცას ეცვლება ფერი....

დაწვრილებითDetails

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 23, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს, შესაძლოა, მოგიწიოთ საკუთარი ნაკლოვანებებისთვის მეტი ყურადღების დათმობა, მეტად მოთოკეთ საკუთარი ემოციები და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა არ დაკარგოთ ავტორიტეტი სხვების თვალში. კურო ნუ იქნებით იმპულსური და აგრესიული, რათა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"